სიახლე GeOlymp 2012 - ფინალური რაუნდის შედეგები

8 ივლისს გაიმართა 2012 წლის სერიის ფინალური შეჯიბრი. ღონისძიებას ღირსეული მასპინძლობა გაუწია კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ და კარგი პირობები შექმნა შეჯიბრების ჩასატარებლად. დიდ მადლობას ვუხდით მასპინძელ უნივერსიტეტს და ტექნოლოგიების სკოლის დეკანს ასეთი თანამშრომლობისთვის.

11 საათზე ფინალის გახსნა შედგა, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ჯეოლიმპის ხელმძღვანელმა - ელდარ ბოგდანოვმა, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა - გიორგი დათუკიშვილმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ”მზიურის” დირექტორის მოადგილემ - ამირან მეტრეველმა.


GeOlymp at Caucasus University

შეჯიბრება 12:00 საათზე დაიწყო. ტრადიციულად, მის პარალელურად მიმდინარეობდა ონლაინ რაუნდი ყველა კონკურსგარე მსურველისთვის (ონლაინ შეჯიბრების შედეგები ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ).

GeOlymp at Caucasus University

ფინალური რაუნდის შედეგები კი ამ ბმულზეა.

პირველი ადგილი 6 ამოცანით მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა - ზურაბ კუციამ, რომელიც კომპანია ”ომედიამ” iPad 3-ით დააჯილდოვა.

GeOlymp at Caucasus University

მეორე ადგილზე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი - ნიკოლოზ გაბისონია გავიდა 5 ამოცანით და მას ჯეოლიმპის გუნდის მიერ XBOX 360 Kinect გადაეცა.

GeOlymp at Caucasus University

მესამე ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ლაშა ლაკირბაიამ დაიკავა 5 ამოცანით და ”ნეტიკო სტუდიის” მიერ დაწესებული ელექტრონული წიგნი - Kindle Touch მიიღო.

GeOlymp at Caucasus University

ასევე, ფინალის მონაწილეებს გადასცეს სპეციალური პრიზები ბატონმა ამირან მეტრეველმა და კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ.


GeOlymp at Caucasus University

GeOlymp at Caucasus University

გვსურს კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. მათი დახმარებით ფინალური ღონისძიება ბევრად შთამბეჭდავი გახდა მონაწილეებისთვის. იმედი გვაქვს, მათ ისიამოვნეს საინტერესო ამოცანების ნაკრებით და მომავალი წლისთვის მეტი შემართებით მოემზადებიან ჯეოლიმპის ოლიმპიადებისთვის.

სრული ფოტო გალერეის სანახავად ეწვიეთ ჩვენს facebook-ის გვერდს.

სიახლე GeOlymp 2012 მეოთხე რაუნდის დასწრებული ტური ქუთაისში

ჯეოლიმპის 2012 წლის სერიის მეოთხე ინტერნეტ-რაუნდის პარალელურად ჩატარდა დასწრებული ტური ქალაქ ქუთაისში - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში :)
გვსურს აღვნიშნოთ, რომ მასპინძლებმა ჯეოლიმპის გუნდი ძალიან თბილად მიიღეს და კარგად ორგანიზებული გარემო დაახვედრეს რაუნდის გასამართად. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ბატონ მალხაზ ჯინჯიხაძეს ასეთი მხარდაჭერისთვის.

ქუთაისის მოსწავლე-სტუდენტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ჯავახაძემ, მეორე - ავთანდილ გოქაძემ, ხოლო მესამე - თანო თეთვაძემ. ისინი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.


Kutaisi ATSU

Kutaisi ATSU

სრული ფოტო გალერეის ნახვა შესაძლებელია ჩვენს facebook გვერდზე.

ქუთაისის დასწრებულ ტურში მონაწილეების სრული შედეგები ასე გამოიყურება:

ადგ
ილი
მონაწილე A B C D E სრული საჯარიმო დრო
1 გიორგი ჯავახაძე (ATSU) +1
(00:07:32)
+
(00:14:55)
+4
(01:12:08)
3 03:14:35
2 ავთანდილ გოქაძე (ATSU) +
(00:11:36)
+
(00:30:57)
-6 2 00:42:33
3 თანო თეთვაძე (ATSU) +
(00:07:11)
+
(01:39:52)
-5 2 01:47:03
4 მაია ჯიხვაძე (ATSU) +1
(00:46:39)
+
(00:58:01)
-6 2 02:04:40
5 შაქრო ლომსიანიძე (Sch Kutaisi #1 Ind) +
(00:07:04)
-3 -1 1 00:07:04
6 ბექა სალდაძე (ATSU) +
(00:15:54)
-6 1 00:15:54
7 გიორგი ბაღდავაძე (Sch Kutaisi #41) +1
(00:11:00)
-29 1 00:31:00
8 გიორგი ნუცუბიძე (ATSU) +1
(00:11:31)
-7 1 00:31:31
9 ლაშა ბუხნიკაშვილი (Sch Kutaisi #41) +2
(00:11:42)
-25 1 00:51:42
10 გიორგი გოლეთიანი (ATSU) +2
(01:07:18)
-1 -1 1 01:07:18
11 ბესიკი გოგისვანიძე (ATSU) +2
(00:29:42)
1 01:09:42
12 გვანცა ცუცხაშვილი (Sch Kutaisi #41) +3
(00:29:55)
-3 1 01:29:55
13 გიორგი კლდიაშვილი (Sch Kutaisi #41) +1
(01:13:22)
-2 1 01:33:22
14 კაკო ყალიჩავა (ATSU) +3
(00:48:16)
-3 1 01:48:16
15 დავით ჯაფარიძე (Sch Kutaisi #41) +3
(00:58:48)
-2 1 01:58:48
16 გიორგი ხალიჩავა (ATSU) +2
(01:49:30)
-6 1 02:29:30
17 დათო ხაჭაპურიძე (ATSU) +3
(01:32:41)
-2 1 02:32:41
18 ბაკური ცუცხაშვილი (Sch Kutaisi #41) +6
(00:39:05)
-4 1 02:39:05
19 ბერიკა თავაძე (Sch Kutaisi #41) +6
(01:28:47)
-3 -3 1 03:28:47
20-22 ზურა ჩაჩანიძე (Sch Kutaisi #41) -1 0 00:00:00
20-22 გიორგი რიჟამაძე (ATSU) -11 0 00:00:00
20-22 ირაკლი ანთიძე (ATSU) -4 0 00:00:00
სიახლე GeOlymp 2012 - მეოთხე ეპიზოდის ანონსი

2012 წლის 3 ივნისს 13:00 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2012 წლის სერიის მეოთხე ეპიზოდი. ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java და PHP პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური ქუთაისში არსებულ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობისთვის ვიწვევთ ქუთაისის ყველა სასწავლო დაწესებულების მოსწავლე-სტუდენტებს. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მსურველები უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდნენ 12:30 საათზე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბატონ მალხაზ ჯინჯიხაძეს შემდეგი ელ. ფოსტით: mjinji@yahoo.com

სიახლე GeOlymp 2012 მეორე რაუნდის დასწრებული ტური ”მზიურში”

ჯეოლიმპის 2012 წლის სერიის მეორე ინტერნეტ-რაუნდის პარალელურად საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ”მზიურში” დასწრებული ტური ჩატარდა. გაწეული მხარდაჭერისთვის და ორგანიზებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ამირან მეტრეველს.

"მზიურის" მოსწავლეებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ჯიმშერ სხირტლაძემ, მეორე - ნიკოლოზ სვანიძემ, ხოლო მესამე - თორნიკე მანძულაშვილმა.


mziuri

"მზიურის" მოსწავლეების სრული შედეგები ასე გამოიყურება:

ადგ
ილი
მონაწილე A B C D E სრული საჯარიმო დრო
1 ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri) +
(00:03:03)
+
(00:09:09)
+
(00:17:11)
+2
(00:48:45)
+
(01:28:30)
5 03:26:38
2 ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi, Mziuri) +
(00:02:17)
+
(00:08:21)
+
(00:21:59)
+3
(00:58:16)
4 02:30:53
3 თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42, Mziuri) +
(00:02:16)
+
(00:14:41)
+
(00:23:35)
+4
(01:32:39)
4 03:33:11
4 გიორგი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri) +1
(00:04:03)
+
(00:22:40)
+
(00:30:18)
-1 3 01:17:01
5 ნიკა ნადირაძე (Sch Komarovi, Mziuri) +1
(00:15:18)
+
(00:25:09)
+
(00:36:26)
-3 3 01:36:53
6 ნიკა ჩიქოვანი (Sch Komarovi, Mziuri) +2
(00:15:16)
+
(00:37:33)
+
(01:13:52)
3 02:26:41
7 ალექსანდრე აზიზიანი (Sch #157, Mziuri) +1
(00:05:09)
+2
(00:29:15)
+1
(00:37:39)
-1 3 02:32:03
8 ელენე მაჩაიძე (Sch Komarovi, Mziuri) +
(00:03:31)
+4
(00:58:02)
+
(00:33:35)
-2 3 02:55:08
9 თამარ კობახიძე-ჯავახიშვილი (Sch ?, Mziuri) +
(00:17:01)
+
(01:01:06)
2 01:18:07
10 მარი ბეჟაშვილი (Sch Komarovi, Mziuri) +
(00:05:53)
+3
(00:30:25)
-1 2 01:36:18
11 ანა ქსოვრელი (Sch ?, Mziuri) +
(00:21:44)
+
(01:26:10)
2 01:47:54
12 გიორგი სულაბერიძე (Sch ?, Mziuri) +
(00:16:37)
+1
(01:24:24)
2 02:01:01
13 აკაკი დარბუაშვილი (Sch #42, Mziuri) +
(00:05:02)
+3
(01:06:17)
-7 2 02:11:19
14 ირაკლი ხადური (Sch Komarovi, Mziuri) +
(00:10:47)
+6
(01:20:51)
2 03:31:38
15 ელენე ყარანგოზიშვილი (Sch #42, Mziuri) +
(00:13:21)
+7
(01:09:38)
-5 2 03:42:59
16 სოფიო ბრეგაძე (Sch #151, Mziuri) +
(00:22:08)
+6
(01:47:31)
2 04:09:39
17 თამარ ჯანგავაძე (Sch ?, Mziuri) +
(00:24:08)
1 00:24:08
18 ლაშა ნონიაშვილი (Sch ?, Mziuri) +
(00:25:11)
1 00:25:11
19 ბაქარ ბეჟაშვილი (Sch #63, Mziuri) +
(01:25:11)
1 01:25:11
20 გიორგი გირკელიძე (Sch ?, Mziuri) -3 +1
(01:33:58)
1 01:53:58
სიახლე GeOlymp ბონუს ეპიზოდი III - შედეგები

ჯეოლიმპის ბონუს III ეპიზოდი დასრულდა. მასში მონაწილეობა 79 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად ჩართულია Upsolving.

გმადლობთ მონაწილეობისთვის :) ვულოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს.


ბონუს III ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. გიორგი საღინაძე (Tbilisi SU)
2. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)
3. ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)

მოსწავლეებს შორის:

1. ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. თორნიკე გოგნიაშვილი (Sch #42)
3. სანდრო ბარნაბიშვილი (Sch Experimental #1)

სტუდენტები:

1. გიორგი საღინაძე (Tbilisi SU)
2. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)
3. ხატია ჭითაშვილი (FreeUni)

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ვეკუას სახელობის 42-ე სკოლაში ჩატარდა დასწრებული ტური, სადაც 10 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

დასწრებული ტურის მონაწილეებს შორის პირველ ადგილზე გავიდა თორნიკე გოგნიაშვილი

Tornike Gogniashvili

მეორე ადგილზე - თორნიკე მანძულაშვილი

Tornike Mandzulashvili

ხოლო მესამე ადგილზე - ლაშა გიგლემიანი

Lasha Giglemiani

რაუნდის სრული გალერეა შეგიძლიათ იხილოთ GeOlymp-ის Facebook გვერდზე
სიახლე GeOlymp 2011 – ფინალი

სერია "GeOlymp Series 2011"–ის ფინალი კვირას, 26 ივნისს გაიმართა. მონაწილეებმა და სტუმრებმა 11 საათისკენ თავი მოიყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მდებარე გაეროს აუდიტორიაში, სადაც ოლიმპიადის გახსნა ჩატარდა.


ფინალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულად წაკითხვა
სიახლე 2011 სერიის მეოთხე ეპიზოდი ”თავისუფალ უნივერსიტეტში”

ჯეოლიმპის მეოთხე ეპიზოდის პარალელურად თავისუფალ უნივერსიტეტში დასწრებული შეჯიბრი ჩატარდა. ჩვეულებრივი მონაწილეებისგან განსხვავებით აღნიშნული ტური მხოლოდ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. მონაწილეობა 13 მათგანმა მიიღო.


გთავაზობთ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების შედეგების სიას. ვულოცავთ გამარჯვებულებს :)

სრულად წაკითხვა
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...