ციკლ "GeOlymp Series 2011"-ის მეოთხე ეპიზოდი დასრულდა.
მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნოდარ ამბროლაძემ. მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად ნიკოლოზ გაბისონიას (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ცოტნე ტაბიძეს (ქუთასის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა) ერგო.
მეოთხე რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 72 მონაწილემ, მათგან კონკურსში 66, ხოლო კონკურსგარეშე 6 ასპარეზობდა. კონკურსში გამოსული მონაწილეებისგან 24 იყო სკოლის მოსწავლე, 42 კი სტუდენტი.
ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები სრულ ჩათვლაში ასე განაწილდნენ:
ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა |
მონაწილეთა რაოდენობა |
---|---|
5 | 0 |
4 | 5 |
3 | 2 |
2 | 6 |
1 | 57 |
0 | 2 |
თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:
ამოცანა | ამომხსნელთა რაოდენობა |
---|---|
A | 70 |
B | 6 |
C | 13 |
D | 4 |
E | 2 |
პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:
126 სწორი ამოხსნიდან | |
---|---|
50 | C/C++ |
23 | Java |
19 | Pascal |
2 | PHP |
1 | C# |
72 მონაწილიდან | |
---|---|
33 | C/C++ |
19 | Pascal |
18 | Java |
1 | C# |
1 | PHP |
მინდა მოვისმინო თქვენი აზრი ამოცანების სირთულესთან დაკავშირებით. კონკრეტულად ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ მოულოდნელი გახდა B ამოცანაზე ნაჩვენები შედეგები, რომლების გამოც მონაწილეთა უმეტესობა 1 ამოცანაზე გაჩერდა. რა გერთულათ ამ ამოცანაში – პირობის გაგება, შესაბამისი მათემატიკური მოდელის აგება (რომელიც 3x+6y>=N-4 უტოლობის ამოხსნამდე დადის Ax+By->min პირობით) თუ ამ უტოლობის ამოხსნა? გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე და სხვა ამოცანების ტექსტის სიზუსტესთან და ამოხსნის სირთულესთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის.