29 ოქტომბერს ჩატარდა ACM-ის მიერ დაფუძნებული International Collegiate Programming Challenge ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ეს შეჯიბრი წარმოადგენს პროგრამირებაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მეოთხედფინალიდან დაწინაურებული გუნდები 27 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის ნახევარფინალში. ACM ICPC-ის ფინალი 2012 წლის მაისში პოლონეთში გაიმართება.
მეოთხედფინალი დამოუკიდებლად მიმდინარეობდა სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენს ქვეყანაში ის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში ცხრა უმაღლესი სასწავლებელის 31 გუნდმა მიიღო მონაწილეობა:
უმაღლესი სასწავლებელი | გუნდების რაოდენობა |
---|---|
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi SU) | 6 |
თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni) | 5 |
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Tbilisi IBSU) | 4 |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian TU) | 1 |
ქართულ-ფრანგული ინსტიტუტი (Tbilisi SU Geo-French) | 4 |
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (Tbilisi SANGU) |
4 |
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Kutaisi ATSU) | 4 |
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi SU) | 2 |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Sokhumi SU) | 1 |
ორგანიზატორების ცნობით, მეოთხედფინალის შედეგებით ნახევარფინალში დაიშვება ყოველი უმაღლესიდან არაუმეტეს 3 საუკეთესო გუნდის. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც თავისი ბოლო წლების მაღალი შედეგების დამსახურებით 4 გუნდით იქნება წარმოდგენილი.
მეოთხედფინალში პირველ ადგილზე 9 ამოხსნილი ამოცანით გავიდა Tbilisi SU #1 Brontozavri (ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი, ლევან ვარამაშვილი, მწვრთნელი გიორგი საღინაძე).
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა Tbilisi SU #2 Scadoosh 6 ამოცანით (ნიკა გაბისონია, ელენე ლაცოშვილი, გიორგი მეგრელი, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი)
მესამე ადგილი 6 ამოცანით - FreeUni ADA (ხატია ჭითაშვილი, მარიამ დანელია, დათა ლაპიაშვილი, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი)
სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
შეჯიბრის ამოცანების პირობების სანახავად მიყევით ბმულს, ხოლო ამ ამოცანების გარჩევებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ჯეოლიმპის საიტზე.