მოგესალმებით,

ჯეოლიმპის მესამე ტური იგეგმება დაახლოებით 11 მაისს. თუ ხართ სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელი და გსურთ, რომ მისი პარალელური დასწრებული რაუნდი ჩავატაროთ თქვენს სასწავლებელში, 25 აპრილამდე შეგვეხმიანეთ ელ. ფოსტაზე info@geolymp.org

დასწრებული რაუნდისთვის აუცილებელია რომ ადგილზე იმყოფებოდეს მინიმუმ 15 მონაწილე. საჭიროა მოწყობილი კომპიუტერული ოთახი ინტერნეტ კავშირით.

ბოლო დროს ჩატარებული დასწრებული ღონისძიებების გალერეის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულებზე:

2013 წლის მეორე ეპიზოდი თავისუფალ უნივერსიტეტში
2012 წლის ფინალი კავკასიის უნივერსიტეტში
2012 წლის IV ეპიზოდი ქუთაისში - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2012 წლის II ეპიზოდი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში"
მესამე ბონუს რაუნდი ვეკუას სახელობის 42-ე სკოლაში