პირველი რაუნდი დასრულდა და ახლა შედეგების დალაგებაა საჭირო, მაგრამ შევამჩნიეთ რომ ზოგმა მონაწილემ ჩვენი თხოვნა პირადი მონაცემების განახლების შესახებ არ გაითვალისწინა.
შედეგების გამოქვეყნება ორი დღით გადავწიეთ, მანამდე კი აუცილებლად განაახლეთ სასწავლო დაწესებულებები, რადგან ჩვენთან მოსწავლეთა და სტუდენტთა რანჟირება ცალცალკე ხდება.
ასევე, ვისაც არ აქვს მითითებული ნამდვილი სახელი, ის მოიხსნება კონკურსიდან. ამიტომ, გთხოვთ, სასწრაფოდ მოგვწეროთ მეილზე ან კომენტარებში თქვენი სახელი და გვარი. მათ, ვისაც არ სურს სახელის გამოჩენა სახალხოდ, მაინც უნდა გამოგვიგზავნოთ. უბრალოდ, შეგიძლიათ მონიშნოთ პროფილში "დამალე სახელი საიტზე", თუმცა ასეთ შემთხვევაში კონკურსის გარეთ იქნებით.
აქვე საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ არ შეიძლება ერთი ადამიანის მიერ რამდენიმე მომხმარებლის რეგისტრაცია. ყველა ასეთი ქმედების დადგენა ჩვენთვის ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი მთლიანად დაიბლოკება. თუ რამდენჯერმე გაქვთ გავლილი რეგისტრაცია, უმჯობესია თქვენვე მოგვწერეთ წინასწარ და გავაუქმებთ ზედმეტს.