Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით DevFestW ანუ ქალთა დეველოპერული ფესტივალები ეწყობა.
საქართველოში აღნიშნულ ღონისძიებას თბილისის GDG (Google Developers Group) 23–24 მარტს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ჩატარდება ორდღიანი ფესტივალი, სადაც წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები ჯგუფურად იმუშავებენ რამდენიმე საქველმოქმედი იდეის განხორციელებაზე.
ღონისძიების მიზანია წაახალისოს ქალების ჩართულობა IT სფეროში და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას; გაზარდოს საზოგადოების ჩართულობა სამოქალაქო საქმიანობებში სოციალური საქველმოქედო ვებ პროექტების შექმნით; თუმცა ფესტივალი არ არის მხოლოდ ქალებისთვის და მისასალმებელია მამაკაცების ჩართულობაც.
გაქვთ იდეა რომელიც გააკეთებს კარგ საქმეს?
ან გსურთ აქციოთ რეალობად რომელიმე მათგანი? დარეგისტრირდით და მიიღეთ მონაწილეობა ფესტივალში
ჩართვა შესაძლებელია სხვადასხვა როლით: იდეის ავტორი, დიზაინერი, Front-end დეველოპერი, Back-end დეველოპერი, Android დეველოპერი, ბლოგერი, ფოტოგრაფი.
ასეთი სახის ღონისძიება ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა ტექნოლოგიის ან პროგრამირების ენების შესახებ.
რეგისტრაცია ღიაა 2013 წლის 19 მარტამდე
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ GDG Tbilisi-ის საიტს.