ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის პირველი რაუნდი დასრულდა. მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ირაკლი მერაბიშვილმა (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მეორე ცოტნე ტაბიძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა), მესამე კი ნიკოლოზ გაბისონიამ (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)...
რაუნდის მსვლელობის პროცესში დაზუსტებული იყო D ამოცანის პირობაში პირველი მაგალითის ტესტის გამომავალი ფაილი: მითითებული იყო "2 1", ხოლო სწორი პასუხი იყო "1 2".
პირველ რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 44-მა მონაწილემ, აქედან 28 იყო სკოლის მოსწავლე, ხოლო 16 კი სტუდენტი. ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:
ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა | მონაწილეთა რაოდენობა |
---|---|
5 | 1 |
4 | 6 |
3 | 2 |
2 | 4 |
1 | 27 |
0 | 4 |
თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:
ამოცანა | ამომხსნელთა რაოდენობა |
---|---|
A | 40 |
B | 11 |
C | 11 |
D | 7 |
E | 1 |
მომავალში შედეგების უკეთესი დაბალანსებისთვის ჟიური შეეცდება, მეორე დონის ამოცანა პირველ რაუნდში შემოთავაზებულზე უფრო მარტივი გახადოს. ამ რაუნდის B ამოცანასთან პრობლემები მეტწილად შემომავალი მონაცემების წაკითხვის სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამის სწორი გაკეთების ხერხები შეგიძლიათ ამოცანების გარჩევაში იხილოთ. სხვა ამოცანების სირთულე მიმდინარე ეტაპზე მისაღებად მიგვაჩნია და შემდგომ რაუნდზეც ანალოგიური სირთულის ამოცანები იქნება შემოთავაზებული.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის. გელით მეორე რაუნდზე აპრილში.