ციკლ "GeOlymp Series 2011"-ის პირველი ეპიზოდი დასრულდა.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა შარშანდელი სერიის გამარჯვებულმა ლევან ვარამაშვილმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მეორე ადგილზე გავიდა თსუ–ს სტუდენტი ირაკლი მერაბიშვილი. მესამე ადგილი ასევე თსუ–ს სტუდენტმა, ზურაბ ისაკაძემ დაიკავა.

D ამოცანის შეზღუდვებში არ იყო მითითებული, რომ შემოსატანი მონაცემები მთელი ტიპის იყო, რაც ამოცანის ამოხსნას გარკვეულწილად ამარტივებდა. ამის შესახებ შეტყობინება მონაწილეებს შეჯიბრის 36–ე წუთზე გაეგზავნათ. საზოგადოდ მონაწილეებს მოვუწოდებთ, რომ არასრული შეზღუდვების პირობებში შესაბამისი შეკითხვებით ჟიურის მიმართონ.

პირველ რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 89 მონაწილემ, მათგან კონკურსში 66–მა მიიღო მონაწილეობა, 23 კი კონკურსგარეშე ასპარეზობდა. თუ რომელიმე მონაწილეს შემდეგი ტურისთვის საკონკურსო ჩათვლაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდება, ვთხოვთ ამის შესახებ მოგვწეროს ელ. ფოსტაზე. ასევე მალე შემოგთავაზებთ პირადი ინფორმაციის ჩასწორების საშუალებას. კონკურსში გამოსული მონაწილეებისგან 32 იყო სკოლის მოსწავლე, 34 კი სტუდენტი.

დაფიქსირდა სხვადასხვა მონაწილეებისგან ერთიდაიგივე კოდის გაგზავნის რამდენიმე შემთხვევა. ეს მონაწილეები ამ რაუნდზე კონკურსგარე ჩათვლაში იყვნენ გადაყვანილები. მომდევნო ეპიზოდებზე მსგავსი ქმედება მთელი სერიის მანძილზე დისკვალიფიკაციით იქნება დასჯილი.

ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები სრულ ჩათვლაში ასე განაწილდნენ:

ამოხსნილი ამოცანების
რაოდენობა
მონაწილეთა
რაოდენობა
52
414
326
214
125
08


თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:

ამოცანაამომხსნელთა
რაოდენობა
A81
B54
C43
D17
E2


პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:

201 სწორი ამოხსნიდან
94C/C++
71Pascal
32Java
4C#


89 მონაწილიდან
40C/C++
34Pascal
13Java
2C#

ჟიური თვლის, რომ რაუნდის შედეგები საკმაოდ დაბალანსებული გამოვიდა, მაგრამ გამოცდილი მონაწილეების ჭრილში შეჯიბრისთვის მეტი ინტერესის მისაცემად C და D ამოცანების სირთულეს ცოტათი გავზრდით.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის.