როგორც წინა პოსტებში გამოვაქვეყნეთ, ჯეოლიმპის 2012 წლის სერიის მეორე ეპიზოდი გაიმართება 21 აპრილს, თუმცა შეიცვალა ჩატარების საათი და 14:00-ის ნაცვლად გახდა 16:00.

რაუნდის გადატანის მიზეზი არის ის, რომ შაბათს ასევე დანიშნეს მოსწავლეთა მათემატიკის ნაკრების შესარჩევი წერა. სამწუხაროდ, შესაბამის ინსტანციებს თავიანთი ღონისძიებების ორგანიზება ისე არ შეუძლიათ, რომ თარიღი წინასწარ იყოს ცნობილი.