2013 წლის 6 აპრილს 12:00 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მეორე ეპიზოდი. შეჯიბრის ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს. დასწრებული რაუნდის წერის მსურველებს გთხოვთ გამოცხადდეთ თავისუფალ უნივერსიტეტში 11:30 საათზე 412 აუდიტორიაში. მონაწილეების და ორგანიზატორების გადაწყვეტილებით დასწრებული ტური არ ჩატარდება კომპიუტერულ ოთახში, შესაბამისად აუცილებელი იქნება საკუთარი ლეპტოპების წამოღება.

გელით :)