ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის მეორე ეპიზოდმაც ჩაიარა.
მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ცოტნე ტაბიძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა). მეორე ადგილზე გავიდა ზურაბ კუცია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მესამე ადგილი დაიკავა წინა ეპიზოდის გამარჯვებულმა ირაკლი მერაბიშვილმა (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
მეორე რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 32-მა მონაწილემ, რომელთაგან 22 იყო სკოლის მოსწავლე, ხოლო 10 კი სტუდენტი. ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:
| ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა | მონაწილეთა რაოდენობა |
|---|---|
| 5 | 0 |
| 4 | 5 |
| 3 | 2 |
| 2 | 8 |
| 1 | 9 |
| 0 | 8 |
თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:
| ამოცანა | ამომხსნელთა რაოდენობა |
|---|---|
| A | 24 |
| B | 14 |
| C | 8 |
| D | 5 |
| E | 0 |
პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:
| 51 სწორი ამოხსნიდან | |
|---|---|
| 32 | C++ |
| 12 | Pascal |
| 7 | Java |
| 32 მონაწილიდან | |
|---|---|
| 15 | C++ |
| 13 | Pascal |
| 3 | Java |
| 1 | C++/Pascal |
სამწუხაროდ, ამოცანები ცოტათი უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. რეალურად E ამოცანისთვის საკმარისი დრო მონაწილეებს აღარ დარჩათ. ასევე A ამოცანის ამოხსნა პროცენტულად ბევრად ნაკლებმა ხალხმა მოახერხა, ვიდრე პირველ შეჯიბრებაზე. აქედან ჟიურის მიერ შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის.


