ციკლ "GeOlymp Series 2011"-ის მეორე ეპიზოდი დასრულდა.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა 2010 წლის ინფორმატიკის მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა ცოტნე ტაბიძემ (ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41–ე საჯარო სკოლა). მეორე ადგილზე გავიდა ნოდარ ამბროლაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მესამე ადგილი ასევე თსუ–ს სტუდენტს, ლევან ვარამაშვილს ერგო.

სპორტული თვალსაზრისით შეჯიბრმა უნაკლოდ ჩაიარა, ამოცანების პირობებში ან სისტემურ ტესტებში უზუსტობები არ აღმოჩენილა.

მეორე ეპიზოდის ჩატარების დროს ფიზიკის და მათემატიკის მოსწავლეთა ნაკრებების შესარჩევი წერები იმართებოდა, რომლებშიც გასული იყო GeOlymp– ის რამდენიმე მონაწილე. გამონაკლისის სახით ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება, შემოეთავაზებინა ამ მოსწავლეებისთვის მეორე ეპიზოდის წინასწარ დაწერის საშუალება. საბოლოო ჯამში ოთხი მონაწილე (ცოტნე ტაბიძე, ჯიმშერ სხირტლაძე, გიორგი სვანაძე, აკაკი მარგველაშვილი), რომელმაც მოგვმართა, 15 აპრილს წერდა შეჯიბრს და მათი შედეგები ძირითადი ტურის შემდეგ იყო დამატებული საერთო ცხრილში.

რაუნდის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდებოდა დასწრებული შეჯიბრი. საორგანიზაციო პრობლემების გამო, ძირითადი ტურის დაწყება გადაიდო 20 წუთით.

პირველ რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 105 მონაწილემ, მათგან კონკურსში 95–მა მიიღო მონაწილეობა, 10 კი კონკურსგარეშე ასპარეზობდა. თუ რომელიმე მონაწილეს შემდეგი ტურისთვის საკონკურსო ჩათვლაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდება, ვთხოვთ თავის პროფილში შესაბამისად შეცვალოს ინფორმაცია. კონკურსში გამოსული მონაწილეებისგან 32 იყო სკოლის მოსწავლე, 63 კი სტუდენტი.


ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები სრულ ჩათვლაში ასე განაწილდნენ:

ამოხსნილი ამოცანების
რაოდენობა
მონაწილეთა
რაოდენობა
5 0
4 8
3 10
2 46
1 19
0 22


თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:

ამოცანაამომხსნელთა
რაოდენობა
A74
B65
C13
D8
E1


პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:

161 სწორი ამოხსნიდან
81C/C++
38Pascal
32Java
6C#
4PHP


105 მონაწილიდან
48C/C++
33Pascal
16Java
4C#
3PHP
1C++/C#