ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის მესამე ეპიზოდმაც ჩაიარა.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ცოტნე ტაბიძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა). მეორე ადგილზე გავიდა აკაკი მამაგეიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მესამე ადგილი კი დაიკავა ნოდარ ამბროლაძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა)

ეს რაუნდი იმით გამოირჩეოდა სხვებისგან რომ ინტერნეტ შეჯიბრებასთან ერთად საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" ჩატარდა დასწრებული ტური ადგილზე მყოფი მოსწავლეებისთვის. ვგეგმავთ ასეთი ქმედება ტრადიციად ჩამოვაყალიბოთ, მსურველებს შეგიძლიათ შეგვატყობინოთ თქვენი სასწავლო დაწესებულების შესახებ და ვეცდებით თქვენთანაც ჩავატაროთ დასწრებული ტური.

შეჯიბრების მსვლელობისას მოხდა ორი გაუთვალისწინებელი ფაქტი.

პირველი ის, რომ სადაც სერვერი გვედგა წავიდა შუქი და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. თუმცა 12 წუთში შუქი ისევ მოვიდა, ხოლო მონაწილეებს მის ასანაზღაურებლად მიეცათ დამატებითი 5 წუთი. მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდება, რადგან უკვე გყავს სპონსორი, რომელიც უზრუნველყოფს სერვერის მუდამ ჩართულობას.

ასევე მეოთხე ამოცანის მე-8-ე ტესტში დაშვებული იყო შეცდომა, რის გამოც ვერცერთმა მონაწილემ შეჯიბრის მსვლელობის დროს ვერ მოახერხა მისი ამოხსნა. თუმცა ეს პრობლემა აღმოჩენილი იქნა იმ დღესვე, შევასწორეთ მერვე ტესტი და მოხდა ყველა გაგზავნილი ამოხსნის თავიდან შემოწმება. რის შედეგადაც ცოტნე ტაბიძესა და აკაკი მამაგეიშვლის ჩაეთვალათ მათი ამოხსნები.

მესამე რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 48 მონაწილემ, რომელთაგან 35 იყო სკოლის მოსწავლე, 12 სტუდენტი და ერთი კონკურს გარეშე. ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:

ამოხსნილი ამოცანების
რაოდენობა
მონაწილეთა
რაოდენობა
50
42
36
225
111
04

თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:

ამოცანაამომხსნელთა რაოდენობა
A43
B34
C8
D2
E0

პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:

89 სწორი ამოხსნიდან
41C/C++
40Pascal
6Java
2PHP