ციკლ "GeOlymp Series 2011"-ის მესამე ეპიზოდი დასრულდა.
მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკოლოზ გაბისონიამ, რომლისთვისაც ეს GeOlymp-ის ეპიზოდებზე პირველი გამარჯვება გახდა. მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად ლევან ვარამაშვილს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ცოტნე ტაბიძეს (ქუთასის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა) ერგო.
ტექნიკური თვალსაზრისით რაუნდმა პრობლემების გარეშე ჩაიარა. C ამოცანის მაგალითის განმარტებაში იყო დაშვებული შეცდომა, რომლის შესახებ მონაწილეებს 25-ე წუთზე გაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინება.
მესამე რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 83 მონაწილემ, მათგან კონკურსში 77, ხოლო კონკურსგარეშე 6 ასპარეზობდა. კონკურსში გამოსული მონაწილეებისგან 30 იყო სკოლის მოსწავლე, 47 კი სტუდენტი.
ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები სრულ ჩათვლაში ასე განაწილდნენ:
| ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა |
მონაწილეთა რაოდენობა |
|---|---|
| 5 | 1 |
| 4 | 6 |
| 3 | 2 |
| 2 | 33 |
| 1 | 25 |
| 0 | 16 |
თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:
| ამოცანა | ამომხსნელთა რაოდენობა |
|---|---|
| A | 66 |
| B | 43 |
| C | 9 |
| D | 7 |
| E | 1 |
პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:
| 126 სწორი ამოხსნიდან | |
|---|---|
| 71 | C/C++ |
| 28 | Pascal |
| 25 | Java |
| 1 | C# |
| 1 | PHP |
| 83 მონაწილიდან | |
|---|---|
| 40 | C/C++ |
| 25 | Pascal |
| 14 | Java |
| 3 | C# |
| 1 | PHP |
შედეგებმა დაგვანახა, რომ C ამოცანა ბევრად რთული გამოდგა, ვიდრე გვსურდა, რის გამოც მომდევნო რაუნდში მესამე დონის ამოცანას მაქსიმალურად გავამარტივებთ.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის.


