2012 წლის 3 ივნისს 13:00 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2012 წლის სერიის მეოთხე ეპიზოდი. ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java და PHP პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური ქუთაისში არსებულ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობისთვის ვიწვევთ ქუთაისის ყველა სასწავლო დაწესებულების მოსწავლე-სტუდენტებს. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მსურველები უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდნენ 12:30 საათზე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბატონ მალხაზ ჯინჯიხაძეს შემდეგი ელ. ფოსტით: mjinji@yahoo.com