2013 წლის 1 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მეოთხე ეპიზოდი. შეჯიბრის ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობისთვის ვიწვევთ ქუთაისის ყველა სასწავლო დაწესებულების მოსწავლე-სტუდენტებს. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ბატონ მალხაზ ჯინჯიხაძეს შემდეგი ელ. ფოსტით: mjinji@yahoo.com და შეჯიბრის დღეს უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდნენ 13:30 საათზე. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ მონაწილეებს გთხოვთ დროულად აცნობოთ ბატონ მალხაზს დასწრებულ ტურში მონაწილეობის სურვილის შესახებ.

გელით :)