სწავლის პერიოდის დასრულებამდე ჯეოლიმპს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ჩაეტარებინა დასწრებული ტური, რომელმაც 19 ივნისს მეოთხე რაუნდის პარალელურად ჩაიარა.

ჩვენი მასპინძელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლდათ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებიდან 18-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამ რაუნდში მონაწილეთა რაოდენობის თითქმის ნახევარს უტოლდება.

დასწრებული ოლიმპიადა ზემოთ აღნიშნული მიმართულების კომპიუტერულ აუდიტორიებში ჩატარდა, რომლებშიც საკმაოდ მყუდრო და კეთილმოწყობილი გარემო იყო. თავად ოლიმპიადამდე კი, როგორც წესი, მონაწილეებისთვის სისტემის გაცნობის და შემოწმების მიზნით სატესტო შეჯიბრი გაიმართა.

დათომ და გიორგიმ ტრადიციისამებრ წარუდგინეს ჯეოლიმპი სტუდენტებს და ვრცლად აღწერეს, თუ რა დადებითი მხარეები აქვს საოლიმპიადო მომზადებას ამ სფეროში და რეალურად როგორი გავლენა აქვს მას პროგრამისტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე :)

შეჯიბრების დასრულების შემდეგ კი ამოცანების ავტორებმა თითოეული მათგანის შესახებ ისაუბრეს და სტუდენტებთან ერთად ამოხსნის სხვადასხვა გზები გაარჩიეს. ამოცანების განხილვების ვიდეო მასალა ჩვენს facebook-ის გვერდზეა განთავსებული და მას ამ ბმულით შეგიძლიათ მისწვდეთ.

ტურნირის საერთო შედეგებთან ერთად გამოქვეყნდა დასწრებული ტურის მონაწილეების შედეგებიც, რომლის მიხედვით თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის სტუდენტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ლევან ვარამაშვილმა


მეორე ადგილი - გიორგი ნადირაძემ


ხოლო მესამე ადგილი - ნიკა გაბისონიამ.


რაუნდის საერთო შედეგები ამ ბმულზეა, აქ კი ჟიურის დასკვნა და სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ.



რაუნდის სრული ფოტო ალბომის სანახავად ამ ბმულს მიჰყევით :)

რაუნდის ჩატარება ძალიან გაძნელდებოდა, რომ არა საპროცესინგო ცენტრ ”ჯორჯიან ქარდისა” და საჰოსტინგო კომპანია ”ლუნეტის” მხარდეჭერა, ამიტომ ჯეოლიმპი დიდ მადლობას უხდის მათ თანადგომისთვის :)