სერიის მეხუთე ეპიზოდში მონაწილეობა 63 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა, ხოლო გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად უკვე ჩართულია Upsolving.

მეხუთე რაუნდის A და B ამოცანების ავტორია ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლე ბაქარ დარსაძე. C ამოცანა შედგენილია ირაკლი მერაბიშვილის, D ამოცანა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტ ავთანდილ გოქაძის, ხოლო E ამოცანა დემირელის კოლეჯის მოსწავლე გიორგი გულიაშვილის მიერ. რაუნდის ტესტირება შეასრულა ირაკლი მერაბიშვილმა.

გილოცავთ და მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!


მეხუთე ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)
3. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)

მოსწავლეებს შორის:

1. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)
3. ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi, Mziuri)


სტუდენტებს შორის:

1. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)
2. ბექა ბარბაქაძე (Tbilisi SU)
3. ნიკოლოზ მაჭავარიანი (FreeUni)

მეხუთე რაუნდის შედეგად 2013 წლის სერიის ფინალისტები გამოვლინდებიან. სამი დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ მონაწილეების შედეგებს და სერიის ფინალისტების სიას გამოვაქვეყნებთ.