მოვიდა დრო, რომ ფინალში გამსვლელთა ზუსტი რაოდენობა დავასახელოთ. მოგახსენებთ, რომ GeOlymp Series 2010-ის ფინალში გავა 16 საუკეთესო მონაწილე! ფინალში თქვენ გელით მთელი სერიის დამაგვირგვინებელი შეჯიბრება საინტერესო ამოცანებით და სერიოზული პრიზებით ;)
ასევე ჩვენ გადავწყვიტეთ, ინტერნეტ-ჩათვლის და Upsolving-ის შედეგების საფუძველზე გავცეთ სერტიფიკატები და საჩუქრები.
პირველ რიგში, დაჯილდოვდება მოსწავლეთა ინტერნეტ-ჩათვლის პირველი სამი ადგილი და სტუდენტთა ინტერნეტ-ჩათვლის პირველი სამი ადგილი.
ასევე მოხდება Upsolving-ის გამარჯვებულების დაჯილდოება. Upsolving-ის გამარჯვებულად იმ ხუთ მონაწილეს დავასახელებთ, რომლებიც ფინალამდე (ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება) ყველაზე მეტ ისეთ ამოცანას ამოხსნიან, რომელიც მათ შეჯიბრზე არ ამოუხსნიათ. ამოხსნილი ამოცანების ერთნაირი რაოდენობის შემთხვევაში რანჟირება ჯამური დახარჯული დროით მოხდება, ამიტომ რაც ადრე დაიწყებთ, მით მეტი შანსი გაქვთ! :)