2 დეკემბერს გაიმართა სამხრეთ კავკასიის 2012 წლის გუნდური ჩემპიონატი, რომელსაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. აღნიშნულ შეჯიბრებაზე 6 ამოცანით პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. Tbilisi SU Epic Losers გუნდის შემადგენლობაში ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი და გიორგი საღინაძე შედიოდნენ.
ასევე, ოთხი ამოცანით პირველ ექვსეულში მოხვდნენ და მეორე ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს გუნდებმა:
Tbilisi SU #3 - გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ვარამაშვილი
Tbilisi SU #1 - ნოდარ ამბროლაძე, ზურაბ ისაკაძე, გიორგი შავგულიძე
Tbilisi Mziuri 1 - ჯიმშერ სხირტლაძე, ნიკოლოზ სვანიძე, თორნიკე მანძულაშვილი
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გუნდები სასწავლებლებიდან:
სრული შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.
3 დეკემბერს სამხრეთ კავკასიის ინდივიდუალური შეჯიბრება გაიმართა, სადაც პირველ ადგილზე ელდარ ბოგდანოვი გავიდა 7 ამოცანით. აგრეთვე 7 ამოცანით მეორე ადგილი მოიპოვა ლევან ვარამაშვილმა.
ინდივიდუალური შეჯიბრის სრული შედეგები ამ ბმულზეა.
სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი ტარდება ACM-ის მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატის ნახევარფინალის ამოცანებზე აღნიშნულ შეჯიბრთან პარალელურ რეჟიმში. სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის პირველი სამი ნახევარფინალის კონკურსში არ მონაწილეობდა, შესაბამისად ACM-ის კონკურსში მყოფ გუნდებს შორის გამარჯვება მოიპოვა გუნდმა Tbilisi SU #1. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ანალოგიურ წარმატებას რუსულ-სომხური უნივერსიტეტის გუნდი აღწევდა და ჩვენმა ბიჭებმა მოახერხეს ტიტულის დაბრუნება.
ვულოცავთ ქართულ გუნდებს მიღწეულ წარმატებას :)

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური"
- ქუთაისის #1 სკოლა
- დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ოდესას ეროვნული უნივერსიტეტი
- რუსულ-სომხური სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბაქოს უნივერსიტეტი "Qafqaz"
- ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი
- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაქოს ფილიალი
- ერევნის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აზერბაიჯანის ეროვნული ავიაციის აკადემია
- გიუმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
- სომხეთის სახელმწიფო საინჟინრო უნივერსიტეტის გიუმრის კამპუსი