მოგესალმებით,

შეგახსნებეთ რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია გუგლის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრზე - Google Code Jam 2012. საკვალიფიკაციო რაუნდი დაიწყება შაბათს, 14 აპრილს, ღამის 3 საათზე და გაგრძელდება 15 აპრილის დილის 4 საათამდე.

ამ ალგორითმული ამოცანების ტურნირს გუგლი 2003 წლიდან მოყოლებული ატარებს. გასულ წელს 30,000-ზე მეტ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებული კი იაპონელი rng_58 გახდა, რომელიც 10,000$-ით დაჯილდოვდა. ჩემპიონატის ფინალი გაიმართება ივლისში ნიუ იორკში არსებულ Google-ის ოფისში და მის მონაწილეებს მგზავრობის ხარჯებს ორგანიზატორები დაუფინანსებენ.

ამ პერიოდში ტარდება მეორე დიდი ჩემპიონატი - TopCoder Open 2012, რომლის სპონსორი წელს Facebook გახლავთ. TCO მსოფლიო მასშტაბის ტურნირია პროგრამირებასა და დიზაინში და ღიაა Topcoder-ის ყველა წევრისთვის, ვინც 18 წლის ან უფროსია. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ექვს სხვადასხვა ტიპის შეჯიბრში - ალგორითმები, დიზაინი, დეველოპმენტი, მარათონი, Mod Dash, Studio Design. წელს საპრიზო ფონდი 300,000$-ზე მეტს შეადგენს. ასევე, ფინალისთვის ფლორიდაში გამგზავრება GCJ-ის მსგავსად ორგანიზატორის მიერ ფინანსირდება. მათ, ვინც TCO-ს პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდები გამოტოვა, კვლავ აქვს შანსი მონაწილეობა მიიღოს ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც 14 აპრილს გაიმართება (ჩვენი დროით 20:00 საათზე). ამისთვის მონაწილე ტურნირზე დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 24 საათით ადრე. მთელი ჩემპიონატის განრიგი ამ ბმულზეა.

ჩემპიონატებში მონაწილეების რაოდენობა ნუ შეგაშინებთ. არაერთი ქართველი მონაწილე გასულა მოწინავე ადგილებზე და ფინალშიც კი. ტოპკოდერისთვის მოსამზადებლად შეგიძლიათ არენაში იმეცადინოთ, ხოლო ვისთვისაც ეს პირველი შეჯიბრია ამ პლატფორმაზე, დაგეხმარებათ შემდეგი პოსტი: Tutorial for Topcoder Newbies. დახმარებისთვის ყოველთვის გელით ჩვენს ფორუმზე.

გისურვებთ წარმატებებს!