GeOlymp Series 2011 ციკლის ფინალი გაიმართება 26 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში. შეჯიბრის ხანგრძლივობა 4 საათია. ღონისძიების განრიგი შემდეგია:

11:00–11:30 ოლიმპიადის გახსნა
12:00–16:00 ფინალური შეჯიბრი
16:10–16:40 სადილი
17:00–18:00 მონაწილეთა დაჯილდოება

ფინალურ შეჯიბრში დაშვებულია შემდეგი 20 მონაწილე:

1. ნიკოლოზ გაბისონია
2. ირაკლი მერაბიშვილი
3. ცოტნე ტაბიძე
4. ნოდარ ამბროლაძე
5. ზურაბ კუცია
   [ აკაკი მამაგეიშვილი ]
6. ჯიმშერ სხირტლაძე
7. ზურაბ ისაკაძე
8. ლევან ვარამაშვილი
9. ბექა ბარბაქაძე
10. გიორგი ფეიქრიშვილი
   [ თორნიკე მანძულაშვილი ]
11. ანი მარგველაშვილი
12. გიორგი სვანაძე
13. გიორგი მეგრელი
14. თორნიკე გოგნიაშვილი
15. ნიკა სვანიძე
16. ლაშა ლაკირბაია
17. ვატო ტაბატაძე
18. გიორგი შავგულიძე
19. ხატია ჭითაშვილი
20. მარი დანელია

ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენი სერიის ფინალში!

მინიშნება. ვინაიდან თორნიკე მანძულაშვილი და აკაკი მამაგეიშვილი შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ, ფინალში დაშვებულია კონკურსში 21-ე და 22-ე ადგილებზე გასული მონაწილეები.

ფინალური შეჯიბრის პარალელურად ჩვენს საიტზე ჩატარდება ინტერნეტ–რაუნდი ფინალის ამოცანებზე, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეეძლება. ინტერნეტ–რაუნდის ხანგრძლივობა ასევე 4 საათი იქნება.