მოგესალმებით,
როგორც აღმოჩნდა ჯეოლიმპზე მოასპარეზე მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაში, რომლის მესამე ტური ემთხვევა ჯეოლიმპის პირველ ეპიზოდს.
ამ შემთხვევის გათვალისწინებით, გვსურს ეპიზოდის დაწყება გადავწიოთ რამდენიმე საათით და ჩავატაროთ 16 საათზე (ისევ 16 მარტს).
სანამ საბოლოოდ გამოვაცხადებთ დროის ცვლილებას, გვინდა დავადგინოთ მონაწილეთა სხვა ჯგუფს ხომ არ ექმნება პრობლემა 16 საათზე გადატანის გამო. თუ ასეთი შემთხვევა არსებობს, გთხოვთ, ოთხშაბათამდე მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე ან facebook გვერდზე.