GeOlymp Series 2011 - წესები

სერია "GeOlymp Series 2011" ხუთი ონლაინ-რაუნდისგან და დასწრებული ფინალისგან შედგება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ქართველ სკოლის მოსწავლეს და სტუდენტს შეუძლია, სხვა მსურველები კონკურსგარეშე დაიშვებიან. ოლიმპიადა ინდივიდუალურ რეჟიმში ტარდება, ანუ მონაწილეს მიერ დახმარების მიღება სხვა პიროვნებებისგან ნებისმიერ ეტაპზე წესების დარღვევად ითვლება.

ონლაინ-რაუნდები
ონლაინ-რაუნდი 2-საათიან შეჯიბრს წარმოადგენს, რომელზეც მონაწილეებს 5 განსხვავებული სირთულის ამოცანას შესთავაზებენ. რაუნდის თარიღის შესახებ ინფორმაცია საიტზე გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 კვირით ადრე ამ რაუნდის ჩატარებამდე. ასევე ეს ინფორმაცია დარეგისტრირებულ მონაწილეებს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე გაეგზავნებათ.

ვინაიდან ჩვენი სისტემა ჯერ-ჯერობით არ არის საბოლოო სახემდე მიყვანილი, ონლაინ-რაუნდებში წესები და მონაწილეობის წესი შეიძლება სერიის მსვლელობის პროცესში შეიცვალოს. ეს ცვლილებები ასახული იქნება საიტზე რაუნდის თარიღის გამოქვეყნებისთანავე. ამჟამად შემდეგი ინფორმაცია არის ცნობილი:

Episode I

Episode II

Episode III

Episode IV

Episode V

Finals

ყოველ რაუნდში მონაწილეების რანჟირება მოხდება დაგროვებული ქულების რაოდენობით. ყოველი ამოცანის ამოხსნისთვის მონაწილეს 1 ქულა ემატება. ამოცანა მონაწილეს ამოხსნილად ეთვლება, თუ მან გააგზავნა ამ ამოცანის ამოხსნა, რომელმაც სერვერზე ყველა შემოთავაზებულ ტესტზე სწორი პასუხი გამოიტანა მითითებულ დროის შუალედში. თუ რამდენიმე მონაწილემ ტოლი რაოდენობის ამოცანა ამოხსნა, მათი რანჟირება ჯამური საჯარიმო დროით ხდება. ჯამური საჯარიმო დრო არის ყოველი ამოხსნილი ამოცანის საჯარიმო დროების ჯამი. ამოხსნილი ამოცანის საჯარიმო დრო არის დრო, გასული ოლიმპიადის დაწყებიდან ამ ამოცანაზე სწორი ამოხსნის გაგზავნამდე, პლიუს 20 წუთი ყოველი არასწორი გაგზავნისთვის ამ ამოცანაზე, რომელიც წინ უძღვებოდა პირველ სწორ გაგზავნას.

ყოველი რაუნდის შემდეგ მოხდება მისი შედეგების გამოქვეყნება ოთხ ნომინაციაში: მოსწავლეთა, სტუდენტთა, საკონკურსო (რომელიც ორივეს აერთიანებს) და საერთო (კონკურსგარეშე მონაწილეების გათვალისწინებით). რაუნდის შედეგები საბოლოოდ ჩაითვლება ამ რაუნდის შემდეგ 72 საათის გასვლის შემდეგ. ამ პერიოდში ჟიური იტოვებს უფლებას, მოახდინოს არასპორტულ ქცევაში შემჩნეული მონაწილეების დისკვალიფიკაცია. არასპორტულ ქცევად აღიქმება როგორც სხვა პიროვნებისგან დახმარების მიღება (სხვისი კოდის ან მისი მოდიფიკაციის გაგზავნა, ამოხსნის გზაზე მსჯელობა), ასევე ისეთი ქმედებების ჩადენა, რომლებმაც შეიძლება სერვერის მუშაობის შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვიონ. დისკვალიფიკაცია მთელი სერიის მანძილზე იმოქმედებს.

რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილესთვის ითვლება მისი რეიტინგი ამ რაუნდში ნაჩვენები შედეგის საფუძველზე. რეიტინგები გამოითვლება ოთხ ნომინაციაში: საერთო, საკონკურსო, მოსწავლეთა და სტუდენტთა. რეიტინგი შემდეგი ფორმულით ითვლება:

Rating_contestant = 100 * Solved_by_contestant / Solved_by_winner * (N_contestants-1) 
                    / (N_contestants + Contestant_place - 2)

სადაც Solved_by_contestant არის მონაწილეს მიერ ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა, Solved_by_winner არის გამარჯვებულის მიერ ამხოსნილი ამოცანების რაოდენობა, N_contestants არის რაუნდის მონაწილეთა საერთო რაოდენობა და Contestant_place არის მონაწილეს მიერ რაუნდში დაკავებული ადგილი. მათ, ვისაც რაუნდში მონაწილეობა არ მიუღია, ამ რაუნდის რეიტინგი 0–ის ტოლად ეთვლებათ. მონაწილეების დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მოხდება რეიტინგის გადათვლა ამ მონაწილეების შედეგის ჩაუთვლელად. მოსწავლეების და სტუდენტების ნომინაციებში რეიტინგი ითვლება შესაბამისი მონაწილეების ერთმანეთის მიმართ ნაჩვენებ შედეგზე დაყრდნობით.

შედეგების შეჯამება და ფინალი
საერთო ჩათვლაში მონაწილეების რანჟირება მოხდება მათი ჯამური რეიტინგის მიხედვით. ჯამური რეიტინგი არის მონაწილეს მიერ სერიის მანძილზე ნაჩვენები 4 საუკეთესო რეიტინგის ჯამი. ჯამური რეიტინგი დაითვლება ოთხ ნომინაციაში: საერთო, საკონკურსო, მოსწავლეთა და სტუდენტთა. საკონკურსო ჩათვლაში პირველ 16 ადგილზე გასული მონაწილეები სერიის ფინალში იქნებიან დაპატიჟებულები.

ფინალი წარმოადგენს ინდივიდუალურ 4-საათიან შეჯიბრს. ფინალის ამოცანების კრებული 8-10 ამოცანისგან შედგება, შეჯიბრი სტანდარტულ ACM ფორმატში ჩატარდება.

qasrava says:
28 მაისი 2012, 20:27
გთხოვთ მითხარიტ ან მიმანიშნოტ C ამცანის მე-5 ტესტი და G ამოცანის მე-7 ტესტი წინასწარ მადლობა!!!!
qasrava says:
28 მაისი 2012, 21:36
2011 წლის ფინალის ოღონდ!!!
Elle says:
29 მაისი 2012, 10:34
@qasrava
ალგორითმებთან დაკავშირებული შეკითხვები ფორუმზე შეგიძლია დაპოსტო შესაბამის თემაში და მოგეხმარებიან. ამ კომენტარებს წავშლი ცოტა ხანში..
qasrava says:
29 მაისი 2012, 23:15
წაშალეთ წავიკითხე უკვე :)
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...