მოგესალმებით,

მოგეხსენებათ, 2011 წლის სერიის დასკვნითი ეტაპი იქნება ფინალური შეჯიბრი, რომლის ჩატარების ადგილს და თარიღს მალე გამოვაქვეყნებთ. ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება ფინალში გამსვლელ მონაწილეთა რაოდენობის თაობაზე. წელს ფინალში დაიშვება 20 საუკეთესო მონაწილე. ეს იქნება საუკეთესო ოცეული კონკურსის შედეგების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ იქნებიან მონაწილეები, რომლებიც კონკურსის შედეგებით არაუმეტეს 0.5 ქულით ჩამორჩებიან მე–20 ადგილს, ყველა ის კონკურსანტი ასევე დაიშვება ფინალურ შეჯიბრზე.

წარმატებებს გისურვებთ!