როგორც ალბათ უკვე იცით, გუშინ TopCoder Open (TCO) 2010-ის ფინალი ჩატარდა. TCO მსოფლიო ტურნირია, რომელიც ექვს სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს, მათ შორის მარათონს და შეჯიბრს ალგორითმებში.
აღსანიშნავი ის არის, რომ მარათონის ფინალში ქართველი მონაწილე, ირაკლი ხომერიკი მეცხრე ადგილზე გავიდა. გულით ვულოცავთ მას ამ წარმატებას :)
ქართველების გარეშე არც ალგორითმების დასკვნითმა ტურმა ჩაიარა, თუმცა ამჯერად ისინი არა მონაწილეების, არამედ ორგანიზატორების რანგში მოგვევლინენ. ორივე ნახევარფინალში (1 2) პირველი დონის (Easy) ამოცანები ჯეოლიმპის ოლიმპიადების ამოცანების შერჩევის კოორდინატორს, ელდარ ბოგდანოვს ეკუთვნოდა. მეორე ნახევარფინალის მეორე (Medium) და მესამე (Hard) დონის ამოცანები კი ნიკა ჯიმშელეიშვილს.
იმედია კვლავ გააგრძელებენ ჩვენი თანამემამულეები მსოფლიო ტურნირების დაპყრობას. წარმატებებს ვუსურვებთ მათ :)