თუ ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულხართ Google-ის ყოველწლიურ ჩემპიონატზე, უმჯობესია იჩქაროთ, რადგან 13 აპრილს ღამის 3:00 საათზე საკვალიფიკაციო რაუნდი იწყება. ის 25 საათს გაგრძელდება, რათა სხვადახვა დროის სარტყელში მყოფმა ადამიანებმა შეძლონ მონაწილეობა. საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში პირველ რაუნდზე დაიშვებით, მეორე და მესამე რაუნდის შემდეგ კი დასწრებული ფინალია, რომელიც წლევანდელ ზაფხულს ლონდონში გაიმართება. ფინალში გადასულ მონაწილეებისთვის მგზავრობის ხარჯებს კომპანია Google აანაზღაურებს, ხოლო საპრიზო თანხა 20,200$-ს შეადგენს:
1 ადგილი - 15,000$
2 ადგილი - 2,000$
3 ადგილი - 1,000$
4-25 ადგილი - 100$

წელს Google Code Jam ჩემპიონატის მეათე წლისთავია. ამოცანები იგივე სტილით იქნება, როგორც გასულ შეჯიბრებებზე, ასე რომ, მათი ამოცანათა არქივის სავარჯიშოდ გამოყენება შეიძლება. ჩემპიონატის განრიგის სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.

გისურვებთ წარმატებებს! :)