innotec

გვსურს გაცნობოთ, რომ ჯეოლიმპის სერვერმა გადაინაცვლა InnoTec-ის დატაცენტრში. ასეთი ხელშეწყობისთვის დიდ მადლობას ვუხდით კომპანიას და მის თანამშრომლებს, რომელთაც ყურადღება გამოიჩინეს და გვერდში დაგვიდგნენ პრობლემების გადასაჭრელად. კომპანია “ინოტექი” არის სისტემური ინტეგრატორი, რომლის სპეციალიზაციას წარმოადგენს თანამედროვე ინფორმაციულ-სისტემურ ტექნოლოგიებში გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა. დამკვეთის ბიზნესის განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე კომპანია ამუშავებს და ნერგავს ინფორმაციულ სისტემებს ან ახდენს სტანდარტული გადაწყვეტილებების ადაპტაციას კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად და გადასცემს დამკვეთს დასრულებული სახით.

“ინოტექის” კომპეტენცია მოიცავს IT ინფრასტუქტურის პროექტირების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ასევე შემდეგ მიმართულებებს მომსახურების სფეროში: IT კონსალტინგი, IT აუთსორსინგი, IT ინფრასტრუქტურის მშენებლობა, IT ინფრასტრუქტურის პროექტირება, WAN – LAN ქსელების პროექტირება და მშენებლობა, უსადენო გადაწყვეტილებები, მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სისტემები, ინფორმაციული უსაფრთხოება, სატელეფონო გადაწყვეტილებები, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება, WEB დიზაინი, WEB ჰოსტინგი, ვიდეო-საკონფერენციო სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა, სათვალთვალო და დაცვითი სისტემები, ინტერნეტი და სატელეფონო მომსახურება, ვიდეო სტრიმინგი. პირველადი აუდიტის და კონსულტაციის სერვისი უფასოა.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მათ ვებ-გვერდზე: http://innotec.ge