Robonaut 2 პირველი ჰუმანოიდი რობოტია კოსმოსში. ის NASA-მ და General Motors-მა ერთობლივი ძალებით შექმნეს, რომ კოსმოსურ სადგურზე მყოფ კოსმონავტებს სახიფათო ან რუტინული სამუშაოების შესრულებაში დახმარებოდა. რობონავტი 2011 წლის თებერვალში კოსმოსში გაუშვეს და ის ახლაც იქ არის, თუმცა კლავ ბევრი გადასაჭრელი ამოცანაა დასმული რობოტის განსავითარებლად.
NASA-მ ტოპკოდერზე მორიგი შეჯიბრი წამოიწყო, რომელიც Robonaut 2 რობოტის "მხედველობის" დახვეწას ისახავს მიზნად. რობოტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პანელზე არსებული რამდენიმე ღილაკის და ჩამრთველის ადგილი და მდგომარეობა დაადგინოს. წარმატებული ალგორითმი რობოტის რამდენიმე კამერით სხვადასხვა განათების პირობებშიც კორექტულად უნდა მუშაობდეს.
აღნიშნული შეჯიბრი 1 აპრილიდან ტოპკოდერზე მარათონის სახით არის გაშვებული და 22 აპრილს სრულდება. მონაწილეობა ყველას შეუძლია, ვინც 18 წლის ზევით არის, ხოლო საპრიზო ფონდი 10,000 დოლარს შეადგენს:
1 ადგილი - $4000
2 ადგილი - $3000
3 ადგილი - $2000
4 ადგილი - $1000
აუცილებელია წერა C++ პროგრამირების ენის გამოყენებით.
თქვენს პროგრამას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჰუმანოიდი რობოტის განვითარებაში და კოსმოსურ სადგურზეც მოხვდეს :)
შეჯიბრზე რეგისტრაციის ან წესების ნახვისთვის ამ ბმულს მიჰყევით: Topcoder Robonaut Challenge