2012 წლის 25 ნომებერს გაიმართება რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალი. საქართველოს რეგიონის მონაწილეებისთვის, ვინც ფინალში დაწინაურდა 4 ნოემბერს, დასწრებული ტური თბილისში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონ თემურ ზარქუამ. გთავაზობთ მას უცვლელად:

"კვირას, 4 ნოემბერს, პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტში, ალმატიში, თბილისში და ქუთაისში ჩატარდა პროგრამირებაში მოსწავლეთა შორის რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდი. სანქტ-პეტერბურგში თავმოყრილი გუნდებისთვის ეს იყო ამავდროულად სანქტ-პეტერბურგის საქალაქო გუნდური პირველობა მოსწავლეთა შორის.

თბილისში გუნდებს უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, ხოლო ქუთაისში კი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. საბოლოო შედეგების ამსახველი ცხრილი შეგვიძლია ვიხილოთ ბმულზე:
http://neerc.ifmo.ru/school/russia-team/standings-geo.html

აღსანიშნავია გუნდის Kutaisi_sch#1 (ნიშნიანიძე, მარგველაშვილი, სილაგაძე) საკმაოდ მაღალი შედეგი - მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შეძლო კონტესტში ჩართვა თითქმის 2 საათიანი დაგვიანებით. სავარაუდოდ უკეთესი შედეგი შეეძლო ჰქონოდა აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტთან არსებული ინფორმატიკის წრის გუნდს Tbilisi SANGU (ტაბატაძე, საკევარაშვილი) თითქმის 1 საათით ადრე რომ არ ყოფილოყო აუცილებლობა დაეტოვებინათ შეჯიბრება...

ამოცანათა გარჩევა განთავსდა ბმულზე*:
http://neerc.ifmo.ru/school/archive/2012-2013/ru-olymp-team-spb-2012-analysis.pdf

ამ ოლიმპიადის ფინალი ტარდება 25 ნოემბერს ისევ პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტში, ალმატიში და თბილისში.

თბილისში მასპინძლის როლში ისევ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი მოგვევლინება.
შერჩევაში მონაწილე ყველა გუნდი დაიშვა ფინალში. აქ კი მათ უნდა დაემატოს სამხეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე ძლიერი გუნდი.

ღონისძიების განრიგი ასეთია:

9:00 - 9:15 - ღონისძიების გახსნა
9:15 - 9:25 - სამუშაო ადგილების განაწილება
9:25 - 9:55 - პრაქტიკული (საცდელი) ტური
10:00 - 15:00 - ძირითადი ტური
15:00 - 16:00 - შედეგების შეჯამება და ამოცანათა ამოხსნების ურთიერთგაზიარება.

მოცემული მომენტისთვის ცნობილია თბილისში ერევნის ფიზ-მათ სკოლის 3 გუნდის ჩამობრძანება ბ-ნი არმენ ანდრეასიანის ხელმძღვანელობით."



* 4 ნოემბერს ჩატარებული შეჯიბრების ამოცანების პირობები ატვირთულია ამ ბმულზე.