როგორც წინა სიახლეებში ვიუწყებოდით, ამჟამად ნიკა ჯიმშელეიშვილი იმყოფება ფლორიდის ქალაქ ფორტ ლაუდერდეილში და TopCoder Open 2011 ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, რომელიც ჩვენი დროით დღეს, 28 სექტემბერს, 9 საათზე დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში TopCoder Open-ის ტურნირის ”ალგორითმების” შეჯიბრის ფინალში პირველად არის ქართველი მონაწილე.

გუშინ ჩატარდა ორივე ნახევარფინალი და ასევე wildcard რაუნდი ”ალგორითმების” შეჯიბრში. საბოლოო ფინალისტების სია კი ასე გამოიყურება: http://community.topcoder.com/tco11/algorithm/algorithm-advancers-bracket

შეჯიბრებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Live stream-ის საშუალებით, რომელიც ტოპკოდერის საიტზე გამოქვეყნდება: http://community.topcoder.com/tc

ხოლო, მათთვის ვინც რეგისტრირებულია საიტზე და აქვს ტოპკოდერის არენის აპლიკაცია, შესაძლებელია მოვლენების ყურება არენიდან, სადაც live რეჟიმში ჩანს თუ როდის აკომპილირებს ან გზავნის მონაწილე ამოცანის ამოხსნას.

Update: ფინალი დასრულდა :) ნიკამ კი მესამე ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ მას ამ წარმატებას :)