ამ წლის გაზაფხულზე ორი დიდი ჩემპიონატის დასაწყისი ვნახეთ. მარტში Topcoder Open-ის, ხოლო მაისში რუსეთის ღია ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდები ჩატარდა. აღნიშნულ შეჯიბრებებზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ძლიერი პროგრამისტები იღებენ მონაწილეობას და მათი რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. ფინალისტებს შორის არის ქართველი მონაწილეც - ნიკა ჯიმშელეიშვილი, რომელიც TCO 2011-ის ფინალზე ფლორიდაში გაემგზავრება. საბოლოო შეჯიბრებამდე მხოლოდ 11 დღე დარჩა. მანამდე კი ის 18 სექტემბერს დაგეგმილ რუსეთის ღია ჩემპიონატის ფინალშიც იასპარეზებს.
Topcoder Open 2011-ის ფინალისტების სიის სანახავად ამ ბმულს მიჰყევით. ხოლო რუსეთის ჩემპიონატის ფინალში დაწინაურებული ქვეყნების სია ამ ბმულზეა.
მხარი დავუჭიროთ ნიკას და ვუსურვოთ წარმატებები :)
http://russiancodecup.ru/contest/5/results
ასევე ვიდეოტრანსლაციაც აქვს ღონისძიებას, მაგრამ ბოლო წუთები რაღაც აღარ მუშაობს: http://russiancodecup.ru/contest/5/video