ეროვნული ოლიმპიადის
ავტორი Dixtosa
რამდენიმე ამოცანა
წერილები: 57
Dixtosa says:
26 ოქტომბერი 2012, 21:37
პირველი:

გვაქვს 1დან N-მდე (1<N<8) რიცხვები არეული ინფუთში. K-ური შემობრუნების ოპერაცია ვუწოდოთ ამ დალაგებულ სიმრავლეზე პირველი K რიცხვის შემობრუნებას (23415 k=3 => 43215).


უნდა გავიგოთ მინიმუმ რამდენი ოპერაცია დაგვჭირდება დასასორტირებლად.


ახლა ჩემი ამოხსნა სწორია თუ არა მაინტერესებს.

ჩემი ამოხსნა:


1 ჯერ ვიგებთ თუ არის დასორტირებული უკვე თუ კი გასაგებია თუ არა ვაგრძელებთ
2 ერთიანს გადავიტანთ ბოლოში შემდეგნაირად: სადაც არის ახლა იმ ინდექსით გავაკეთებთ შემობრუნების ოპერაციას, მერე მთლიანი შემობრუნებას ვაკეთებთ.

3 შემდეგ ვატარებთ (2) ოპერაციებს ოღონდ უკვე არა ერთისთვის არამედ ორისთვის (ანუ რეკურსია გაკეთდება ერთით ნაკლები სიმრავლისთვის)

4 საბოლოოდ K=N -ურად შემოვაბრუნებთ.


ასეა? თუ კი მაშინ რვა რატომ იყო ნის ზედა საზღვარი?




ამოცანის გარკვეულობისთვის მაგალითიც იყოს:


4231-ზე პასუხია 4 რადგან:

4231->3241->2341->4321----->1234;
წერილები: 54
varlevani says:
29 ოქტომბერი 2012, 10:06
ასეთი ტესტი განიხილე:
23145

შენი ალგორითმით, როგორც მივხვდი, ასე დაალაგებ:

23145 -> 13245 -> 54231 -> 24531 -> 35421 -> 45321 -> 54321 -> 12345

ოპტიმალურად კი ასე დალაგდება:

23145 -> 32145 -> 12345
წერილები: 57
Dixtosa says:
29 ოქტომბერი 2012, 20:23
@ვარლევანი, მადლობა.

მდა, მართალია.

ჰმ, მაშინ ვნახავ უკვე არის თუ არა უკვე დალაგებული რაღაც ბოლო ნაწილი. აი ამ შემთხვევაში შეამოწმებოდა რომ ბოლო ორს აღარ უნდა არაფერი და ფუნქციას გაუშვებდა პირველ სამზე. და მანდ უკვე სწორად გამოდის.

ერთიანს დატოვებდა ბოლოში დამერე ორზე გაუშვებდა ეტც.


კიდევ არის რამე?:/

წერილები: 54
varlevani says:
1 ნოემბერი 2012, 8:43
Dixtosa
შეგიძლია დაამტკიცო შენი ალგორითმის სისწორე?

იმედია, უბრალოდ ვარაუდი არაა რასაც წერ :)
წერილები: 57
Dixtosa says:
6 ნოემბერი 2012, 18:43
varlevani,
ვერა. ინდუქციით? მთლინად ინტუიციაზეა :ნოდ: ხდ. არაა სწორი?


თან ამოცანის პირობაში ეწერა კიდევ რომ 2*ნ-2 დრო არის მაქსიმუმიო (და ნუ ბაღნებს მიანიშნესავით ალბათ რომ მინიმუმიც ეგ იქნებოდა).

გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...