Bit-Maskebi
ავტორი giviarabidze
წერილები: 6
20 თებერვალი 2013, 0:02
tu vinmem rame amocana icit an geolympis an rame iqneb damilinkot sasurvelia axsnit, damwyebi var da umjobesia tu shedarebit martivi amocanebis amoxsnit daviwyeb swavlas didi madloba yvelas winaswar :)))
წერილები: 66
Elle says:
21 თებერვალი 2013, 15:59
ჯეოლიმპზე არ მახსენდება და ეს ტოპკოდერზეა მაგალითად - მარტივი ამოცანაა, ბიტმასკებითაც შეგიძლია დაწერო: http://community.topcoder.com/stat?c=problem_statement&pm=10860&rd=14150

acm.timus.ru-ზე ეს შეგიძლია ცადო მაგ მეთოდით
http://acm.timus.ru/problem.aspx?space=1&num=1005

ეს ტოპკოდერიდან ტუტორიალი
http://community.topcoder.com/tc?module=Static&d1=tutorials&d2=bitManipulation

ძირითადი აზრი ის არის, რომ სიმრავლე შეგიძლია წარმოადგინო რიცხვის სახით. მაგალითად, რიცხვი 6-ის ორობითი ჩანაწერი არის 110. ვთქვათ გაქვს სამი ელემენტი, 110 შეგიძლია შეუსაბამო სიმრავლეს, რომელშიც შედის მარტო პირველი და მეორე ელემენტი (1-იანი რა ადგილზეც წერია). მაგალითად 101 იქნებოდა სიმრავლე, სადაც შედის მარტო პირველი და მესამე ელემენტი და ა.შ.

როდესაც გინდა რომ 8 სხვადასხვა ელემენტის ყველანაირი სიმრავლე გადაარჩიო, შეგიძლია უბრალოდ გაუშვა ციკლი სადაც i იცვლება 0-დან 255-ის ჩათვლით და თითოეულ ბიჯზე i-ის მნიშვნელობა იქნება ერთ-ერთი სიმრავლის წარმოდგენა. მერე უკვე, იმის დასადგენად თუ რომელ ადგილზე წერია 1-იანი i რიცხვის ორობით ფორმაში, დაგჭირდება ბიტური ოპერაციების გამოყენება (bitwise operations).

ასეთი მიდგომა გამოდგება, როცა პატარა რაოდენობის ელემენტები გაქვს, რადგან n ცალი ელემენტის შემთხვევაში შესაძლო სიმრავლეების რაოდენობა არის 2^n (მიხვდები ალბათ რატომაც).

თუ სადმე გაიჭედები, დაწერე და ვეცდები უფრო ვრცლად მოვყვე ის ნაწილი.
წერილები: 6
28 თებერვალი 2013, 17:36
გასაგებია დიდი მადლობა სამწუხაროდ ახლა ვნახე იმედი აღარ მქონდა რომ დაწერდა ვინმე და აღარ ვამოწმებდი :დ დავიწყებ გარჩევას ახლავე :)))
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...