IOI 2013
ავტორი tsotne
წერილები: 83
tsotne says:
8 ივლისი 2013, 20:27
8 ივლისს ჩატარდა 2013 წლის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი შეჯიბრება. სამწუხაროდ ოლიმპიადის დროს ადგილის ჰქონდა მძიმე ტექნიკურ ხარვეზებს. ზუსტად ცნობილი ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, თუმცა რაც მე ვიცი, არ მუშაობდა შედეგების ონლაინ დაფა. ოლიმპიადის სერვერმა კი როგორც ჩანს ვერ გაუძლო მონაწილეების გაგზავნილი ამოცანების დატვირთვას, და დაწყებიდან 1-2 საათის შემდეგ ფიდბექი არ ჰქონიათ. საბოლოო შედეგები შეჯიბრების დამთავრებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ცნობილი. სირცხვილია, როცა მსოფლიო ოლიმპიადას ინფორმატიკაში ატარებ და რაღაც Software-ში გაქვს შეცდომა...

შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ
ქართველების შედეგები:
70-ე ადგილზე გიორგი გულიაშვილი 100+62+18=180 ქულა
88-ე ადგილზე ნიკოლოზ სვანიძე 100+3+55=158 ქულა
92-ე ადგილზე თორნიკე მანძულაშვილი 100+0+55=155 ქულა
151-ე ადგილზე ჯიმშერ სხირტლაძე 77+0+9=86 ქულა
წარმატებები მეორე დღეს, იმედია სისტემა აღარ შეგიშლით ხელს თქვენი მაქსიმუმი რომ გამოავლინოთ!

ამოცანები ჯერ კიდევ არ არის დადებული საიტზე (facepalm) თუმცა არაოფიციალურად ინგლისურ ენაზე აქ არის ატვირთული.
წერილები: 133
gojira says:
9 ივლისი 2013, 20:46
მგონი მრავალი წლის მანძილზე ყველაზე ცუდად ორგანიზებული IOI-ა :) მარტო შეჯიბრი კი არა, ექსკურსიებიც უვარდებათ (დაკეტილი მუზეუმი და პლანეტარიუმი დაგვხვდაო).

პირველი ტურის შემდეგ ოლიმპიადის გენერალური ასამბლეის შეხვედრა იყო და კენჭისყრის შედეგად შეთანხმდნენ დაახლოებით რომ "პირველი ტურის შედეგები მთლად არ ასახავს რეალობას", მაგრამ არაფერი შეცვალეს.

რამდენიმე საათში მეორე წერა ეწყებათ, წარმატებები ჩემგანაც ;)
წერილები: 3
lekva says:
9 ივლისი 2013, 21:48
მთავარი საიტის სათაურად კი უწერიათ "Proudly organized by ..." :D

წარმატებები ყველას მეორე რაუნდში ;)

პ.ს. მესამე ამოცანაში O(R*C*K) ალგორითმი რამდენ ქულას იღებს? სადაც K აღნიშნავს რამდენჯერ გამოიძახეს changeH და changeV. აღარ მახსოვს წამში რამდენი ოპერაცია ეტევა.
წერილები: 48
nikaj says:
9 ივლისი 2013, 22:24
R*C*K კი აიღებს 100 ქულას (20 წამი ქონდა დროის ლიმიტი). როგორ ხსნი მაგ დროში?

დღეს კიდე რამე თუ არ აურიეს ორგანიზატორებმა უეჭველი უკეთესად დაწერენ. ვნახოთ.

წერილები: 3
lekva says:
9 ივლისი 2013, 23:18
ჩათვალე ცვლილების ბრძანებები არ შემოდის.
დინამიურად აუყვები ხაზებს ბოლოდან პირველისკენ და თითეული გადაკვეთის წერტილისთვის ითვლი მინიმუმ რამდენი "ვირთხა" შეგიძლია შეგხვდეს ბოლო ხაზამდე მისაღწევად.
თუ I-ური ხაზზე ყველა წერტილისთვის იცი ეგ პასუხი, მაშინ I-1 ზე გადასვლისას ჯერ გაყვები მარცხნიდან მარჯვნივ და თითოელი წერტილისთვის დინამიურად დათვლი მინიმუმ რამდენი ვირთხა შეგხვდება მაგ ხაზზე მარტო მარცხნივ რო იარო. იგივეს დათვლი მარტო მარჯვნივ სვლის შემთხვევაში. და შემდეგ მაგ ორ მაჩვენებლებს შორის მინიმალურს აირჩევ.
ამ ალგორითმით ყოველი წერტილისთვის იცი რა არი პასუხი.

ცვლილებების ბრძანებების არსებობის შემთხვევაში, გაუშვებ იგივე ალგორითმს ცვლილების ადგილიდან ზემოთ და პასუხებს განაახლებ.
წერილები: 3
lekva says:
9 ივლისი 2013, 23:19
პირველ ამოცანაში კიდე, დაყოფ ჯერ მოცემულ წერტილებს ხეებად.
თითეულ ხისთვის იპოვი მის ცენტრს და რადიუსს.
და ბოლოს იმ ხის ცენტრს რომელსაც ყველაზე დიდი რადიუსი აქვს შეართებ დანარჩენი ხეების ცენტრებთან.
წერილები: 48
nikaj says:
10 ივლისი 2013, 2:24
პირველის ამოხსნა ეგაა
მესამეში კი ის გავიწყდება რო ბოლო სტრიქონში მოცემულ წერტილში უნდა მიხვიდე. ანუ R*C*C*K გამოვა ეგ ამოხსნა რაც 55 ქულიანია. როგორც გავიგე სრული ამოხსნა R*C*K*log ია, ინტერვალთა ხეებით.
წერილები: 8
10 ივლისი 2013, 19:49
ქართველების საბოლოო შედეგები:
1.გიორგი გულიაშვილი-460 ქულა.ვერცხლის მედალი 33-ე ადგილი.
2.ჯიმშერ სხირტლაძე-349 ქულა. ბრინჯაოს ადგილი მე-80 ადგილი.
3.ნიკა სვანიძე-331 ქულა.ბრინჯაოს მედალი 93-ე ადგილი.
4.თორნიკე მანძულაშვილი-291 ქულა.ბრინჯაოს მედალი 110-ე ადგილი.
წერილები: 133
gojira says:
10 ივლისი 2013, 19:55
ოლიმპიადის ხარვეზების მიუხედავად, ძალიან ღირსეული შედეგია. გიორგიმ შარშანდელი IOI-ს გამარჯვებულ ჯონი ჰო-საც ჩაუტარა ;) გილოცავთ!

მთლიანი შედეგები ვისაც აინტერესებს: IOI 2013
წერილები: 2
filo says:
10 ივლისი 2013, 23:54
ვაიმეეე გულიაშვილს რა ცოტა დააკლდა ოქრომდე :| საღოლ მაინც მაგარია ^_^
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...