სიახლე IOI 2013 - საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ავსტრალიაში
ioi2013

6-13 ივლისს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა, IOI 2013 გაიმართა. შეჯიბრებიდან საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

დემირელის კოლეჯის XII კლასის მოსწავლე, გიორგი გულიაშვილი, 33-ე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მიიღო, ხოლო კომაროვის სკოლის XII კლასის მოსწავლე ჯიმი სხირტლაძემ, ამავე სკოლის XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სვანიძემ და ვეკუას სკოლის XII კლასის მოსწავლე თორნიკე მანძულაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ნაკრებს ავსტრალიაში თან ახლდნენ მწვრთნელები: გიორგი მანდარია (ხელმძღვანელი), ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ოლიმპიადას ჰქონდა ბევრი საორგანიზაციო ხარვეზი, რამაც გარკვეულწილად მონაწილეების შედეგებზეც იმოქმედა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრების შედეგი ძალიან დადებითია. ვულოცავთ ამ მორიგ გამარჯვებას ჩვენს ყმაწვილებს, მათ მასწავლებლებს და ყველას, ვინც იღებდა მონაწილეობას ნაკრების მომზადებაში და გულშემატკივრობდა მას!

შეჯიბრების სრული შედეგები გამოქვეყნებულია გვერდზე: http://ioi.eduardische.com/results/2013

სიახლე რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის შედეგები
25 ნოემბერს გაიმართა რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალი, სადაც 176 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებმა საქართველოდან შესანიშნავი შედეგი აჩვენეს. ”თბილისი მზიური #1” გუნდი, შემადგენლობით ჯიმშერ სხირტლაძე, ნიკოლოზ სვანიძე და თორნიკე მანძულაშვილი, პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა და მის წევრებს ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. გუნდი ჯამურ შედეგებში მეცხრე ადგილზე გავიდა 8 ამოცანით. 9 ამოცანა კი მხოლოდ ორმა რუსულმა გუნდმა ამოხსნა, რომელთაც 1-2 ადგილები გაინაწილეს.

მესამე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა გუნდმა ”თბილისი დემირელი” შემადგენლობით გიორგი გულიაშვილი, პაპუნა გაფრინდაშვილი, თემურ მიქავა.
სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: XIII Всероссийская командная олимпиада школьников по программированию

ვულოცავთ საქართველოს გუნდებს ამ მნიშვნელოვან შედეგს :) და ვუსურვებთ მათ წარმატებას მომავალ შეჯიბრებებზე.
სიახლე რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადა მოსწავლეთა შორის
2012 წლის 25 ნომებერს გაიმართება რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალი. საქართველოს რეგიონის მონაწილეებისთვის, ვინც ფინალში დაწინაურდა 4 ნოემბერს, დასწრებული ტური თბილისში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონ თემურ ზარქუამ. გთავაზობთ მას უცვლელად:

"კვირას, 4 ნოემბერს, პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტში, ალმატიში, თბილისში და ქუთაისში ჩატარდა პროგრამირებაში მოსწავლეთა შორის რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდი. სანქტ-პეტერბურგში თავმოყრილი გუნდებისთვის ეს იყო ამავდროულად სანქტ-პეტერბურგის საქალაქო გუნდური პირველობა მოსწავლეთა შორის.

თბილისში გუნდებს უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, ხოლო ქუთაისში კი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. საბოლოო შედეგების ამსახველი ცხრილი შეგვიძლია ვიხილოთ ბმულზე:
http://neerc.ifmo.ru/school/russia-team/standings-geo.html

აღსანიშნავია გუნდის Kutaisi_sch#1 (ნიშნიანიძე, მარგველაშვილი, სილაგაძე) საკმაოდ მაღალი შედეგი - მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შეძლო კონტესტში ჩართვა თითქმის 2 საათიანი დაგვიანებით. სავარაუდოდ უკეთესი შედეგი შეეძლო ჰქონოდა აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტთან არსებული ინფორმატიკის წრის გუნდს Tbilisi SANGU (ტაბატაძე, საკევარაშვილი) თითქმის 1 საათით ადრე რომ არ ყოფილოყო აუცილებლობა დაეტოვებინათ შეჯიბრება...

ამოცანათა გარჩევა განთავსდა ბმულზე*:
http://neerc.ifmo.ru/school/archive/2012-2013/ru-olymp-team-spb-2012-analysis.pdf

ამ ოლიმპიადის ფინალი ტარდება 25 ნოემბერს ისევ პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტში, ალმატიში და თბილისში.

თბილისში მასპინძლის როლში ისევ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი მოგვევლინება.
შერჩევაში მონაწილე ყველა გუნდი დაიშვა ფინალში. აქ კი მათ უნდა დაემატოს სამხეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე ძლიერი გუნდი.

ღონისძიების განრიგი ასეთია:

9:00 - 9:15 - ღონისძიების გახსნა
9:15 - 9:25 - სამუშაო ადგილების განაწილება
9:25 - 9:55 - პრაქტიკული (საცდელი) ტური
10:00 - 15:00 - ძირითადი ტური
15:00 - 16:00 - შედეგების შეჯამება და ამოცანათა ამოხსნების ურთიერთგაზიარება.

მოცემული მომენტისთვის ცნობილია თბილისში ერევნის ფიზ-მათ სკოლის 3 გუნდის ჩამობრძანება ბ-ნი არმენ ანდრეასიანის ხელმძღვანელობით."



* 4 ნოემბერს ჩატარებული შეჯიბრების ამოცანების პირობები ატვირთულია ამ ბმულზე.
სიახლე IOI 2012 - Montichiari, Italy
2012 წლის 23-30 სექტემბერს იტალიაში მიმდინარეობდა 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში მოსწავლეებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა: თორნიკე მანძულაშვილი, ჯიმშერ სხირტლაძე, ნიკოლოზ სვანიძე, ნიკოლოზ ნადირაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მწვრთნელები - გოჩა მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი.

შეჯიბრების სრული შედეგები ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.
გუნდი ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა :) ჯიმი სხირტლაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს ვულოცავთ მედლების მოპოვებას.

IOI 2012

ასევე, ჯიმის ვთხოვეთ, რომ მათი მოგზაურობის შესახებ ეამბო ჩვენთვის. ვაქვეყნებთ მის პატარა მიმოხილვას:
სრულად წაკითხვა
სიახლე ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში - სილაბუსი
ამ დროისთვის არ არსებობს სილაბუსი, რომელიც ასახავს თუ რა ცოდნა უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეს ინფორმატიკაში კონკრეტულ კლასში და შესაბამისად არავინ იცის ზუსტად, რა თემებზე შეიძლება შეხვდეს ამოცანები მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადაზე.

ვაქვეყნებთ არაოფიციალურ სილაბუსს, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად შეადგინეს ამ სფეროში მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწე პიროვნებებმა. აღნიშნული ჩამონათვალი წარმოადგენს რეკომენდირებულ სილაბუსს როგორც მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე ოლიმპიადის ორგანიზატორებისთვის.

სილაბუსის დოკუმენტი.
გარჩევა GeOI 2012 - მეორე ტურის ამოცანების გარჩევა

18-19 თებერვალს ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. მონაწილეები სამ ასაკობრივ ჯგუფში გადანაწილდნენ: VIII, IX-X და XI-XII კლასები.

გთავაზობთ შეჯიბრში მოცემული ამოცენების გარჩევას. მათი პირობების სანახავად კი ამ ბმულს მიჰყევით.



# ამოცანა ამოცანის ავტორი გარჩევის ავტორი
VIII კლასი ელდარ ბოგდანოვი
1 angles გიორგი მანდარია
2 prinum ზაზა გამეზარდაშვილი
3 brick ზაზა გამეზარდაშვილი
IX-X კლასი
1 illumin ზაზა გამეზარდაშვილი
2 friends გიორგი მანდარია
3 math გიორგი მანდარია
XI-XII კლასი
1 mindif გიორგი მანდარია
2 knight ზაზა გამეზარდაშვილი
3 stamps გიორგი მანდარია

სრულად წაკითხვა
ინფორმატიკის 2011 წლის ეროვნული ნაკრების წევრთა შესარჩევი ტურის შედეგები - პირველი დღე
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...