სიახლე GeOlymp Series 2011 - სეზონის მიმოხილვა

ჩვენი წლევანდელი სერია დამთავრდა. მარტის თვიდან მოყოლებული, ჩვენმა ჯგუფმა შემოგთავაზათ 5 ინტერნეტ–შეჯიბრი ქართველი ავტორების მიერ შედგენილი ორიგინალური ამოცანებით, ბოლოს კი სერია დავაგვირგვინეთ ფინალური ღონისძიებით. გთავაზობთ განვლილი სეზონის მოკლე მიმოხილვას.

სრულად წაკითხვა
გარჩევა GeOlymp 2011 - Episode V Analysis
# ამოცანა ავტორი
A magazine ლევან ვარამაშვილი
B chips გიორგი საღინაძე
C words ლევან ვარამაშვილი
D adventure ნიკა ჯიმშელეიშვილი
E happytreefriends ლევან ვარამაშვილი
სრულად წაკითხვა
გარჩევა GeOlymp 2011 - Episode IV Analysis
# ამოცანა ავტორი
A match გიორგი საღინაძე
B network ანდრეი ლუცენკო
C clock ანდრეი ლუცენკო
D paint ელდარ ბოგდანოვი
E grain ელდარ ბოგდანოვი
სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp 2011 – ფინალი

სერია "GeOlymp Series 2011"–ის ფინალი კვირას, 26 ივნისს გაიმართა. მონაწილეებმა და სტუმრებმა 11 საათისკენ თავი მოიყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მდებარე გაეროს აუდიტორიაში, სადაც ოლიმპიადის გახსნა ჩატარდა.


ფინალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულად წაკითხვა
სიახლე 2011 წლის სერიის ფინალის შედეგები

დღეს გაიმართა ჩვენი წლევანდელი სერიის ფინალური შეჯიბრი. ღონისძიებას უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ფინალს ორგანიზაცია თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუწია და იგი უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ჩატარდა.

პირველი სამი ადგილი ასე განაწილდა:
1. ცოტნე ტაბიძე (ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა)
2. ლევან ვარამაშვილი (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
3. ირაკლი მერაბიშვილი (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

მეორე და მესამე ადგილოსნებს შესაბამისად 500 და 320 GB ტევადობის გარე ვინჩესტერები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს კომპანია LeavingStone-მა გადასცა საჩუქრად ელექტრონული წიგნების წამკითხველი მოწყობილობა Amazon Kindle.

სრული შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ფინალური შეჯიბრის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ფინალის ამოცანებზე გამართულ ინტერნეტ-რაუნდში პირველი ადგილი აიღო ნიკა ჯიმშელეიშვილმა, მეორეზე მარი კობიაშვილი, ხოლო მესამეზე გიორგი ნადირაძე გავიდა. სრული შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.

ჩვენ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას გისურვებთ მომავალ წარმატებებს!

სიახლე GeOlymp 2011 - ფინალი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება ფინალური შეჯიბრი და პარალელურად გაიშვება მის ამოცანებზე ინტერნეტ-რაუნდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივზე პაროლია adyingwishpassword

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში უნდა შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან: ონლაინ მონაწილეებისთვის ფინალისტებისთვის

ფინალის მიმდინარე შედეგების ხილვას შეძლებთ ამ ბმულზე: standings

ფინალის ამოცანებზე ინტერნეტ-რაუნდის მიმდინარე შედეგები აქ იქნება: standings

სიახლე GeOlymp Series 2011 - ფინალური ონლაინ რაუნდი

2011 წლის 26 ივნისს 12 საათზე დაიწყება ამ წლის სერიის ფინალური რაუნდი. შეჯიბრის პარალელურად კი ჩვენს საიტზე ჩატარდება ინტერნეტ–რაუნდი ფინალის ამოცანებზე, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეეძლება. ინტერნეტ–რაუნდის ხანგრძლივობა 4 საათი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...