სერიის მეორე ეპიზოდში მონაწილეობა 112 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად ჩართულია Upsolving.

რაუნდში მოცემული A და C ამოცანების ავტორია ელდარ ბოგდანოვი. B ამოცანის - ნიკა სანაკოევი, ხოლო D და E ამოცანების - ნიკა ნადირაძე. რაუნდის ტესტირება შეასრულა ირაკლი მერაბიშვილმა.

გილოცავთ და მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის :) შედეგებში განსაკუთრებით გამოირჩევა კომაროვის სახელობის 199-ე სკოლა, რადგან კონკურსის პირველი სამეული სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები არიან.


მეორე ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. გიორგი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
3. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)

მოსწავლეებს შორის:

1. ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. გიორგი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
3. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)

სტუდენტები:

1. გიორგი გიგლემიანი (FreeUni)
2. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)
3. ლაშა ლაკირბაია (FreeUni)


* მონაწილე სახელით Dest ამჯერად მოხსნილია კონკურსიდან არაკორექტული ინფორმაციის შევსებისთვის და არის მხოლოდ საერთო ჩათვლაში. თუ ის არ გამოგვეხმაურება, მონაწილე დაიბლოკება საიტიდან.