მოგესალმებით,

ერთი თვის წინ გამოვაქვეყნეთ წერილი 'ვეძებთ სპონსორს 2013 წლის სერიის ჩასატარებლად', რასაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ჯეოლიმპის გულშემატკივრების მხრიდან. ისინი გამოხატავდნენ მხარდაჭერის სურვილს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ და ვაფასებთ. ინდივიდუალური შემოწირებულობის დაშვება, რაზეც ბევრმა აღნიშნა, ბოლო წუთამდე არ გვინდოდა და ვყოყმანობდით. საბედნიეროდ მისი გაკეთება საჭირო აღარ არის, რადგან კარგი სიახლე გვაქვს :)

როგორც ჩანს, ერთ-ერთმა თქვენგანმა (სამწუხაროდ ვერ დავადგინეთ ვინ იყო და გაგვახარებს, თუ ის პირადად მოგვწერს) ხმა მიაწვდინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს - ბ-ნ დავით ტყეშელაშვილს და მის მოადგილეს - ბ-ნ ირაკლი ნადირაძეს. ჯეოლიმპთან გაცნობის შემდეგ მათ გადაწყვიტეს 2013 წლის სერიის - ძირითადად ამოცანების შედგენა / ტესტირებასთან და ჯეოლიმპის საიტის განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება. ასეთი ხელშეწყობისთვის გვსურს მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განსაკუთრებით კი ამ კონკრეტულ ადამიანებს.

გაცნობებთ, რომ მარტში დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის პირველი რაუნდი. მანამდე, მონაწილეებს გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი პირადი მონაცემები საიტზე, სასწავლო დაწესებულება და მოსწავლე/სტუდენტის სტატუსი. ახლო მომავალში საიტზე მრავალი სასარგებლო ინფორმაცია გამოქვეყნდება, რაც სერიისთვის მომზადებაში ხელს შეგიწყობთ. Stay tuned :)