მოგესალმებით,

ორიოდე დღის წინ საქართველოს ნაკრები გაემგზავრა კანადაში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ნაკრები შედგება 4 მონაწილისგან:

1. მარიამ კობიაშვილი
2. ნოდარ ამბროლაძე
3. ცოტნე ტაბიძე
4. ნიკა ბეგიაშვილი

ოლიმპიადა ტარდება ორ დღედ 16 და 18 აგვისტოს. წელს ოლიმპიადის ჩატარების წესები ოდნავ შეიცვალა და მიმდინარე შედეგების თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში შემდეგ მისამართზე: http://www.ioi2010.org/results.shtml

ოლიმპიადაზე სრული ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ მისი ოფიციალური საიტიდან.

კარგი იქნება თუ ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ შეგიძლიათ აქ დატოვოთ კომენტარი ან ფორუმზე.

ჯეოლიმპი უსურვებს ნაკრებს წარმატებას gl & hf ;)