2012 წლის 23-30 სექტემბერს იტალიაში მიმდინარეობდა 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში მოსწავლეებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა: თორნიკე მანძულაშვილი, ჯიმშერ სხირტლაძე, ნიკოლოზ სვანიძე, ნიკოლოზ ნადირაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მწვრთნელები - გოჩა მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი.
შეჯიბრების სრული შედეგები ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.
გუნდი ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა :) ჯიმი სხირტლაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს ვულოცავთ მედლების მოპოვებას.
ასევე, ჯიმის ვთხოვეთ, რომ მათი მოგზაურობის შესახებ ეამბო ჩვენთვის. ვაქვეყნებთ მის პატარა მიმოხილვას:
„ქალაქ სირმიონეში 22 სექტემბერს ჩავედით. სირმიონეში იყო ჩვენი საცხოვრებელი სასტუმრო კომპლექსი, ხოლო უშუალოდ ოლიმპიადა და მისი საზეიმო გახსნა ქალაქ მონტიკიარში უნდა ჩატარებულიყო. ჩასთვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ოლიმპიადის ორგანიზების დონე საკმაოდ ჩამოუვარდებოდა ჩვენს მოლოდინს. მიუხედავად ამისა, ჩვენ, განსაკუთრებით კი გოჩა მასწავლებელი, ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებდით :)
მომდევნო დილით ავტობუსებით წაგვიყვანეს მონტიკიარში (გზაში დაახლოებით საათნახევარი გვეხარჯებოდა), სადაც დაიწყო გახსნის ცერემონია. ტრადიციულად, მონაწილეებს საოლიმპიადო კომიტეტის წევრებმა, ოლიმპიადის მხარდამჭერებმა და ორგანიზატორებმა მიმართეს. მასპინძლებმა (როგორც ნამდვილმა იტალიელებმა) რამოდენიმეჯერ ახსენეს ლეონარდო და ვინჩი, იტალიური ფეხბურთი, და პიცა :). როგორც ყოველთვის, გაიმართა ქვეყნების წარდგენაც.
უშუალოდ შეჯიბრებებს 25 და 27 სექტემბერს ჰქონდათ ადგილი. წერების სტილი ისეთივე იყო, როგორიც ბოლო ორი წლის განვალობაში - ხანგრძლივობით 5-5 საათიანები, გაგზავნების შეზღუდული რაოდენობა და თავისი ქულების ნახვის საშუალება. აღინიშნებოდა მცირე განსხვავებიც - მაგალითად , მონაწილეებს ამოცანების ელექტრონული ვერსია ეძლეოდათ დაბეჭდილის მაგივრად. ამოცანების კრებული კარგად დაბალანსებული იყო.
სასტუმრო კომპლექსი ბევრი გასართობ ადგილს მოიცავდა - ფეხბურთის სტადიონებით და ჩოგბურთის კორტებით დაწყებული, სათამაშო ავტომატებით დამთავრებული. ამის გარდა, 26-ში წაგვიყვანეს ატრაქციონების პარკ „გარდა-ლენდში“, საიდანაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. 28-ში კი ვენეციაში მოაწყვეს ექსკურსია, რომელიც დასათვალიერებლად კარგი ქალაქი აღმოჩნდა, თუმცა ხალხმრავლობის გამო დიდი დრო რიგებში დგომის გამო დავკარგეთ. სამწუხარო იყო, რომ ამინდი ხშირად არ გვიწყობდა ხელს.
დახურვის ცერემონია 29-ში სირმიონეში გაიმართა, სადაც მედალოსნების დაჯილდოვების შემდეგ ორგანიზატორები სიტყვით გამოვიდნენ და ოლიმპიადის შესახებ დასკვნები გააკეთეს. ტრადიციისამებრ, მასპინძლების წარმომადგენელმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ოლიმპიადის დროშა მომავალი წლის ოლიმპიადის მასპინძლებს.
ოლიმპიადიდან 1 ოქტომბერს დავბრუნდით, ორი ბრინჯაოს მედლით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს შედეგი პირველ რიგში ჩვენი მასწავლებლების და მშობლების დამსახურებაა.“