მხარდამჭერები

GeOlymp Series 2013

GeOlymp Series 2012

GeOlymp Series 2011

GeOlymp Series 2010






ჯეოლიმპმა მიიღო დაფინანსება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 2013 წლის სერიასთან - ძირითადად ამოცანების შედგენა / ტესტირებასთან და ჯეოლიმპის საიტის განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად. დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.





”ჯორჯიან ქარდი” საგადამხდელო ბიზნესის სერვის პროვაიდერია, რომლის მიერაც ხორციელდება საქართველოში მოქმედი პლასტიკური საგადამხდელო ბარათების უმეტესობის გამოშვება და ბანკომატების უდიდესი ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერა. ამჟამად ორგანიზაციის ქსელში ჩართული არიან და მისი სერვისით სარგებლობენ საქართველოს ბანკი, ბანკი "რესპუბლიკა", ბითიეი ბანკი და პირველი საკრედიტო კავშირი.

”ჯორჯიან ქარდის” სერვისები მოიცავს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და სავაჭრო ობიექტების ქსელის მართვასა და მხარდაჭერას. კომპანია ასევე გთავაზობთ ონლაინ-გადახდების ფართო არჩევანს. დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საიტზე www.georgiancard.ge





კომპანია "ინოტექი" არის სისტემური ინტეგრატორი, რომლის სპეციალიზაციას წარმოადგენს თანამედროვე ინფორმაციულ-სისტემურ ტექნოლოგიებში გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა. დამკვეთის ბიზნესის განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე კომპანია ამუშავებს და ნერგავს ინფორმაციულ სისტემებს ან ახდენს სტანდარტული გადაწყვეტილებების ადაპტაციას კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად და გადასცემს დამკვეთს დასრულებული სახით.

“ინოტექის” კომპეტენცია მოიცავს IT ინფრასტუქტურის პროექტირების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ასევე შემდეგ მიმართულებებს მომსახურების სფეროში: IT კონსალტინგი, IT აუთსორსინგი, IT ინფრასტრუქტურის მშენებლობა, IT ინფრასტრუქტურის პროექტირება, WAN – LAN ქსელების პროექტირება და მშენებლობა, უსადენო გადაწყვეტილებები, მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სისტემები, ინფორმაციული უსაფრთხოება, სატელეფონო გადაწყვეტილებები, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება, WEB დიზაინი, WEB ჰოსტინგი, ვიდეო-საკონფერენციო სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა, სათვალთვალო და დაცვითი სისტემები, ინტერნეტი და სატელეფონო მომსახურება, ვიდეო სტრიმინგი. პირველადი აუდიტის და კონსულტაციის სერვისი უფასოა.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საიტზე www.innotec.ge





კომპანია "ლუნეტი" დაარსდა 2001 წელს. მის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვებ გვერდების ქართულ ინტერნეტ სივრცეში განთავსება. "ლუნეტი"არის წამყვანი კომპანია ვებ ჰოსტინგსა და სერვერების კოლოკაციის სფეროში. მათი მიზანია, შესთავაზონ კლიენტებს საუკეთესო პირობები და გარემო ვებ გვერდების განსათავსებლად.

"ლუნეტი" გთავაზობთ მაღალი ხარისხის ქსელს ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის, ბიზნეს აპლიკაციებისა და სხვა ტიპის ინფორმაციის განსათავსებლად.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში.





ომედია სტუდია ინტერაქტიულ და ვიზუალურ მედია-სფეროში მოღვაწე კომპანიაა. ჩვენთან იქმნება საერთაშორისო ინტერნეტ-სტანდარტების შესაბამისი გამართული, მოხერხებული და ადამიანებზე ოპტიმიზირებული ვებსაიტები. სტუდიის გუნდის შემადგენლობაში არიან წამყვანი ვებ-დეველოპერები, რომელთაც ამ ახალგაზრდა სფეროში პროფესიონალურ დონეზე მუშაობის თითქმის 10 წლიანი გამოცდილება აქვთ.

ომედია სტუდიას აქვს ამბიცია, რომ ჰქონდეს ყველაზე განსხვავებული და პროფესიონალური ხედვა ვებ-დეველოპმენტის სფეროში. ჩვენთვის ყოველი კონკრეტული პროექტი ცალკეული გამოწვევაა და არა მორიგი პროდუქტი კონვეირზე. იგი მაქსიმალურად ხარისხიანად და, რაც მთავარია, ეფექტურად უნდა შესრულდეს :)

ჩვენი სტუდია ზრდა-განვითარების პროცესში სწორედ ასეთ ადამიანებს იკრებს გარშემო. ომედიას ყოველი წარმატება ამ პროფესიონალური და, რაც მთავარია, მეგობრული გუნდის დამსახურებაა.





LeavingStone სოციალური მედიის მარკეტინგისა და ბრენდინგის კომპანიაა. მათი საქმიანობიდან გამომდინარე ისინი თვალყურს ადევნებენ Facebook-ის ქართულ გვერდებსა და მათ განვითარებას. მათ შექმნეს LeavingStone Statistics, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ უახლესი სტატისტიკური ინფორმაცია Facebook-ის ქართული გვერდების განვითარების შესახებ.

LeavingStone Statistics არის საქართველოში პირველი ოფიციალური Facebook სტატისტიკის წყარო. კომპანიის სხვა ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://leavingstone.com/folio/





ნეტიკო სტუდია ქართულ-ფრანგული ი.ტ. კომპანია "ნეტიკოს" შვილობილი კომპანიაა, რომელიც უახლესი ტრენდების და ტექნოლოგიების შესაბამისი ვებ გვერდების შექმნაზე ზრუნავს.

“ნეტიკოს” გუნდს ქართველი და ფრანგი დიზაინერები და ვებ დეველოპერები წარმოადგენენ, რომელთა მიზანია ნეტიკო სტუდიის დაარსებით კიდევ უფრო გაააქტიურონ საქმიანობა ვებ ინდუსტრიის სფეროში, გამოყონ მეტი რესურსები ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად, გაზარდონ კომპანიის ეფექტურობა კონკრეტული მიმართულებით და გახადონ ქართული და არამარტო ქართული ვებ სივრცე კიდევ უფრო თანამედროვე და საინტერესო. ნეტიკო სტუდია მოტივირებულია მხარი დაუჭიროს ქართველ და ფრანგ სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას.

ამავდროულად, “ნეტიკო” არის CCIFG-ის (Chamber of Commerce and Industry France-Georgia) წევრი და ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ფრანგულ–ქართულ და საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებებში.





სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...