High School- ეს 2 წელია აღარ აქვთ.
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
|
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
|
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
|
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
|
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
|
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
|
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...
|
1) საიტები, სადაც იმართება შეჯიბრებები.
2) საიტები, სადაც შეგიძლიათ ამოცანების გაგზავნა და სისწორეზე გატესტვა.
3) საიტები, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვადასხვა ალგორითმები და აიმაღლოთ თეორიული ცოდნა.
თითოეულ რესურსს ბოლოში მივაწერ "მოსწავლეთა" ან "acm"-ს, რათა დავაფიქსიროთ ამ რესურსზე არსებული ამოცანების/შეჯიბრებების სტილი. (მოსწავლეტა ნიშნავს იმას, რომ არასწორ ამოხსნაშიც კი იწერება ნაწილობრივი ქულები. acm კი 1 ქულას გიმატებს თითოეულ ამოცანაზე და გაქვს დროის საჯარიმო ქულები)
შენიშვნა 1: ეს სია არასრულია და მას შეიძლება ბევრი რამ აკლდეს. შენიშვნებს მივიღებ და თუ რაიმე ჩასასწორებელი/დასამატებელი იქნება შესაბამისად მოვიქცევი.
შენიშვნა 2: ზოგს მივაწერე "~acm" ანუ დაახლოებით acm სტილის. აქ ამოცანის ამოხსნისას არ გეწერება ნაწილობრივი ქულები, მხოლოდ სრულად ამოხსნა გეთვლება, მაგრამ საჯარიმო ქულები არ გაქვს.
შეჯიბრებები
1. GeOlymp - სეზონზე იმართება 5 ყოველთვიური ონლაინ შეჯიბრება და ერთი დასწრებული ფინალური ტურნირი. acm
2. CodeForces - იმართება ყოველკვირეული შეჯიბრებები. ასევე, ზოგიერთი ჩემპიონატები (მაგ. VK CUP, CROC CUP, ABBYY CUP). acm
3. TopCoder - ალგორითმული შეჯიბრებები (SRM) იმართება საშუალოდ თვეში 2ჯერ. თუმცა საიტზე ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ Marathon Matches და ამის გარდა კიდევ სხვა შეჯიბრებებში, რომლებიც მემგონი იმ სფეროს არ ეხება რასაც აქ განვიხილავთ :) საიტზე ასევე იმართება რამდენიმე რაუნდისგან შემდგარი TCO (TopCoder Open), რომლის ფინალური რაუნდი დასწრებულია და იმართება ამერიკაში. acm
4. USACO - სეზონზე ყოველთვიურად იმართება 6 ონლაინ შეჯიბრება. მოსწავლეთა
5. COCI - სეზონზე ყოველთვიურად იმართება 7 ონლაინ შეჯიბრება. მოსწავლეთა
6. NEERC - სეზონზე დაახლოებით თვეში 2ჯერ იმართება ან გუნდური (acm), ან ინდივიდუალური (მოსწავლეთა) შეჯიბრებები (წელს სეზონში სულ 8 შეჯიბრებაა).
7. Facebook hacker Cup - ყოველწლიურად იმართება 3 დაუსწრებელი და 1 დასწრებული ფინალური რაუნდი. acm
8. Google Code Jam - ყოველწლიურად იმართება 3 დაუსწრებელი და 1 დასწრებული ფინალური რაუნდი. acm
Online Judge - მატესტირებელი საიტები
1. GeOlymp - საიტზე შეგიძლიათ ამოხსნათ და გატესტოთ GeOlymp-ის ნებისმიერი შეჯიბრების ამოცანები. ასევე, ამოცანები ზოგიერთი სხვა შეჯიბრებებიდან, მაგალითად საქართველოს რესპუბლიკური ოლიმპიადიდან. acm
2. CodeForces - შეგიძლიათ ამოხსნათ და გატესტოთ ამავე საიტზე გამართული შეჯიბრებების ნებისმიერი ამოცანა. acm
3. TopCoder - შეგიძლიათ ამოხსნათ და გატესტოთ ამავე საიტზე გამართული შეჯიბრებების ნებისმიერი ამოცანა. acm
4. USACO Training Program Gateway - ერთერთი საუკეთესო სავარჯიშო დამწყებთათვის. საიტზე ამოცანები დაყოფილია თავებად და სექციებად. მომხმარებელს არ შეუძლია უფრო მაღალი თავის ან სექციის ამოცანის ამოხსნა მანამ, სანამ მიმდინარე სექციის ყველა ამოცანას არ ამოხსნის და შემდეგში გადაინაცვლებს. ამოცანები სექციებში დაყოფილია თემატიკის და სირთულის მიხედვით.
5. SPOJ - მატესტირებელი საიტი, რომელიც მოიცავს ათასობით ამოცანას. ~acm
6. Timus - მატესტირებელი საიტი, რომელიც მოიცავს ათასობით ამოცანას. ~acm
7. SPOJ OI - არც ისე ბევრმა იცის SPOJ OI-ის (SPOJ Olympiads in Informatics) არსებობა. აქ თავმოყრილია ამოცანები მრავალი ოლიმპიადიდან (ბევრია IOI-დან) და შეგიძლია არასრული ამოხსნებიც კი გატესტოთ, გეწერებათ ქულები 0..100მდე. მოსწავლეთა
8. http://main.edu.pl/en - საიტი, სადაც პოლონეთის ყოველი წლის ყველა ამოცანაა მოცემული. მოგეხსენებათ პოლონელები ძალიან ძლიერები არიან ინფორმატიკაში, ყოველ წელს ღირსეულ ადგილს იკავებენ ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ამიტომაც ამოცანებიც რთულია :) თუმცა ყოველ წელს ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება Stage 1, 2, 3. პირველ ტურში ამოაცნები შედარებით მარტივია, თუმცა მესამეში საკმაოდ რთულები. საიტზე შეგიძლიათ გატესტოთ CEOI, BOI, IOI-ს და სხვა ზოგიერთი ოლიმპიადის რამდენიმე ამოცანა. ~acm
ალგორითმები
1. TopCoder - ამ საიტის შეჯიბრებები გამოცდილი მონაწილეების მიერ დაწერილი გამოსადეგი ალგორითმები.
2. e-maxx - ამ საიტზე მოიძებნება თითქმის ყველა ის ალგორითმი რაც ოდესმე დაგვჭირდება ოლიმპიადებზე. გირჩევთ თვალი მაინც გადაავლოთ, ბევრ საინტერესო ალგორითმს იპოვით :)