საუკეთესო წიგნები პროგრამირებაში
ავტორი saba_tavdgiridze
ზოგადად ყველაზე საუკეთესო წიგნები დამწყებთათვის
წერილები: 8
18 მაისი 2013, 21:26
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რითი დავიწყო , ან კნუტის წაკითხვისთვის რა ცოდნაა აუცილებელი
და შეიძლება ოლიმპიადებში მოსამზადებლად გამოიყენო?
წერილები: 66
Elle says:
18 მაისი 2013, 22:19
დაწყებაში ალბათ ოლიმპიადებში მონაწილეობის დაწყებას გულისხმობ და არა პროგრამირების, არა?
მარტივი ამოცანების შემთხვევაში (მაგალითად ჯეოლიმპის A-B), სადაც სპეციალური ალგორითმის ცოდნა არ არის საჭირო, ჩემი აზრით ამოცანებზე ვარჯიში, ფიქრი და გარჩევების კითხვა კარგი გზა იქნება.

წიგნებიდან ამათ გირჩევდი:
1. Programming Pearls (2nd Edition) by Jon Bentley - ძალიან კარგი წიგნია არა მხოლოდ ოლიმპიადებისთვის.

2. Introduction to Algorithms by Cormen, Leiserson, Rivest, Stein - ეს კლასიკაა. ძალიან ბევრი ალგორითმია განხილული საფუძვლიანად. უნივერსიტეტში ვსწავლობდით ამ წიგნით. ერთი ამოსუნთქვით ნამდვილად არ იკითხება, იმიტომ რომ 1300 გვერდია და ალგორითმებს ჩაღრმავებით გარჩევა სჭირდება ხოლმე, მაგრამ შეგიძლია კონკრეტული ალგორითმები ნახო ან გასაცნობად გადახედო.

3. Programming Challenges: The Programming Contest Training Manual by Skiena, Revilla - ეს წიგნი ოლიმპიადებისთვის არის განკუთვნილი. შეკრებილია რამდენიმე ამოცანა გასული შეჯიბრებებიდან და რჩევებია მოცემული.

4. Cracking the Coding Interview: 150 Programming Questions and Solutions by Gayle Laakmann McDowell - ეს წიგნი მართალია ტექნიკური ინტერვიუებისთვის მოსამზადებლად არის განკუთვნილი, მაგრამ კარგად არის განხილული ბევრი საინტერესო ლოგიკური და პროგრამული ამოცანა თავისი ამოხსნებით, ასე რომ გამოგადგება.


კნუტს რაც შეეხება, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და არც წამიკითხავს ბევრი. მე არ გირჩევდი მაგით დაწყებას.
ისე, კონკრეტულად ოლიმპიადების შემთხვევაში წიგნები მე იმდენად არ მომეხმარა, როგორც პროგრამირების ენის ან სხვა რამების სწავლაში, რადგან ცოტა თეორიაზე მაინც ბევრი პრაქტიკული ამოცანის კეთებაა საჭირო. ამიტომ შეიძლება ამოცანათა არქივები უფრო მოგეხმაროს. ამ თემაში ცოტნემ ბევრი კარგი რესურსი ჩამოთვალა: ონლაინ რესურსები
შეჯიბრებების საიტებზე ხშირად არის ხოლმე გასული ამოცანების გარჩევები და იმის გამოყენებით ამოცანის პრაქტიკულად გაკეთება მეტ შედეგს იძლევა.

სხვებიც დაამატებენ ალბათ თავის საყვარელ წიგნებს
წერილები: 8
19 მაისი 2013, 18:22
მადლობა.
კიდევ ეთი კითხვა მაქვს:).დინამიური პროგრამირებაზე მასლა ყველგან საკმაოდ
მეცოტავება.მაგაზეც ხომ არ იცი რამე წიგნი.
წერილები: 66
Elle says:
22 მაისი 2013, 10:34
ცალკე მაგ თემაზე წიგნი არ ვიცი, მაგრამ იმ წიგნებში შედის. Introduction to Algorithms - აქ წერია.
ამ თემაში სხვადასხვა სტატიებია მაგაზე: დინამიური პროგრამირება
წერილები: 15
tornike5 says:
22 მაისი 2013, 19:46
https://geolymp.org/thread/view/47 აჰა დინამიურ პროგრამირებაზე ლინკები აქ წერია.
წერილები: 8
9 ივნისი 2013, 17:33
აბა ამ ამოცანას თუ ამოხსნით(მე ბევრი ვიწვალე :))
ამოცანა:
სიბრტყეზე მოცემულია n წერტილი .ყველა ყველასთან შეერთებულია
ლურჯი მონაკვეთებით .შემდეგ გატარებულია წითელი წრფე ,რომელიც
არ გადის ამ n წერტილიდან არც ერთზე და კვეთს ლურჯი მონაკვეთების
ზუსტად ნახევარს.დაამტკიცეთ ,რომ n ნატურალური რიცხვის კვადრატია.
წერილები: 15
tornike5 says:
11 ივნისი 2013, 17:13
ეს წითელი წრფე ორ ნაწილად გაყოფს წერტილთა სიმრავლეს . ვთქვათ პირველ ჯგუფში არის A ცალი , მეორეში B ცალი (A+B=N).

წითელი წრფე გადაკვეთს ზუსტად A*B ლურჯ მონაკვეთს , რადგან თითოეულ ჯგუფში გავლებულ ლურჯ მონაკვეთს არ კვეთს წითელი წრფე , ხოლო განსხვავებულ ჯგუფში თუა ამ მონაკვეთის ბოლოები მაშინ კვეთს.

სულ გაივლება N*(N-1)/2 ლურჯ იმონაკვეთი.
მასჰინ A*B=N*(N-1)/4
4*A*B=(A+B)*(A+B-1)
4*A*B=A^2+B^2+2*A*B-A-B
A^2+B^2-2*A*B-A-B=0
(A-B)^2=A+B=N
ანუ N გამოვიდა (A-B)ს კვადრატი .
რდგ :))
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...