12 საათზე დაიწყება მეოთხე ეპიზოდი, სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ შემდეგი მისამართი.
შეგიძლიათ გადმოწეროთ ამოცანების არქივი. არქივზე პარილია: AnewHope
შედეგების ლაივში ყურება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე
გისურვებთ ყველას წარმატებას.
12 საათზე დაიწყება მეოთხე ეპიზოდი, სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ შემდეგი მისამართი.
შეგიძლიათ გადმოწეროთ ამოცანების არქივი. არქივზე პარილია: AnewHope
შედეგების ლაივში ყურება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე
გისურვებთ ყველას წარმატებას.
2010 წლის 19 ივნისს 12 საათზე ჩატარდება შეჯიბრებათა ციკლის IV ეპიზოდი.
ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 18 ივნისის ღამის 12 საათამდე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI კორპუსში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება თსუ-ს სტუდენტებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. დასწრებული ღონისძიება დილის 10 საათზე დაიწყება. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მისაღებად თსუ-ს სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ XI კორპუსის 405-ე აუდიტორიაში 17 ივნისამდე.
ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის პირველმა ბონუს ეპიზოდმაც ჩაიარა.
მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ელდარ ბოგდანოვმა (საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი). მეორე ადგილზე გავიდა ცოტნე ტაბიძე (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა). ხოლო მესამე ადგილზე გიორგი ლეკვეიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
სრულად წაკითხვადღეს გაიმართა პირველი დამატებითი ეპიზოდი, რომლის ამოცანების ავტორებიც არიან ზურაბ კუცია, ნიკა გაბისონია და ბექა ბარბაქაძე.
შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა. საკმაოდ საინტერესო ამოცანები შემოგვთავაზეს ორგანიზატორებმა, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდით. შეჯიბრი გამოირჩეოდა იმით, რომ მასში მონაწილეობას იღებდნენ GeOlymp-ის ორგანიზატორებიც რაც შედეგებზე აისახა :). შეჯიბრის გამარჯვებულები არიან:
| 1. | ელდარ ბოგდანოვი (SANGU) |
| 2. | ცოტნე ტაბიძე (Sch #41) |
| 3. | გიორგი ლეკვეიშვილი (Tbilisi SU) |
მოსწავლეები:
| 1. | ცოტნე ტაბიძე (Sch #41) |
| 2. | ნოდარ ამბროლაძე (Sch #41) |
| 3. | გიორგი სვანაძე (Sch Demireli College, Mziuri) |
სტუდენტები:
| 1. | ელდარ ბოგდანოვი (SANGU) |
| 2. | გიორგი ლეკვეიშვილი (Tbilisi SU) |
| 3. | ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU) |
გთავაზობთ სრულ შედეგებს. ასევე შეგიძლიათ მოსინჯოთ თქვენი ძალები upsolving შეჯიბრში.
სრულად წაკითხვა40 წუთში დაიწყება GeOlymp სერიის პირველი ბონუს-რაუნდი. ბონუს-რაუნდის და მისი ავტორების შესახებ (ზურაბ კუცია, ნიკა გაბისონია და ბექა ბარბაქაძე) დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე GeOlymp bonus round
სისტემაში შესასვლელად გადადით ამ მისამართზე.
პირობები მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი მისამართიდან: პირობების არქივი. არქივზე პაროლი: fiddleronthegreen
პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.
შეჯიბრის მიმდინარე შედეგების სანახავად მიჰყევით ბმულს.
გისურვებთ წარმატებებს :)
მოვიდა დრო, რომ ფინალში გამსვლელთა ზუსტი რაოდენობა დავასახელოთ. მოგახსენებთ, რომ GeOlymp Series 2010-ის ფინალში გავა 16 საუკეთესო მონაწილე! ფინალში თქვენ გელით მთელი სერიის დამაგვირგვინებელი შეჯიბრება საინტერესო ამოცანებით და სერიოზული პრიზებით ;)
ასევე ჩვენ გადავწყვიტეთ, ინტერნეტ-ჩათვლის და Upsolving-ის შედეგების საფუძველზე გავცეთ სერტიფიკატები და საჩუქრები.
პირველ რიგში, დაჯილდოვდება მოსწავლეთა ინტერნეტ-ჩათვლის პირველი სამი ადგილი და სტუდენტთა ინტერნეტ-ჩათვლის პირველი სამი ადგილი.
ასევე მოხდება Upsolving-ის გამარჯვებულების დაჯილდოება. Upsolving-ის გამარჯვებულად იმ ხუთ მონაწილეს დავასახელებთ, რომლებიც ფინალამდე (ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება) ყველაზე მეტ ისეთ ამოცანას ამოხსნიან, რომელიც მათ შეჯიბრზე არ ამოუხსნიათ. ამოხსნილი ამოცანების ერთნაირი რაოდენობის შემთხვევაში რანჟირება ჯამური დახარჯული დროით მოხდება, ამიტომ რაც ადრე დაიწყებთ, მით მეტი შანსი გაქვთ! :)
2010 წლის 13 ივნისს დღის 12 საათზე ჩატარდება GeOlymp სერიის პირველი ბონუს-რაუნდი.
ბონუს-რაუნდის ამოცანების ავტორები არიან ზურაბ კუცია, ნიკა გაბისონია და ბექა ბარბაქაძე. სამივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები არიან, რომლებმაც გასულ სეზონში საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვეს სტუდენტურ მსოფლიო ჩემპიონატზე.
ბონუს-რაუნდის შედეგები საერთო ჩათვლაში არ იქნება გათვალისწინებული. სხვა მხვრივ, რაუნდი არაფრით განსხვავდება GeOlymp-ის ეპიზოდებისგან.
ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 12 ივნისის ღამის 12 საათამდე.
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
|
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
|
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
|
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
|
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
|
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
|
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...
|