სიახლე რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადა მოსწავლეთა შორის
2012 წლის 25 ნომებერს გაიმართება რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალი. საქართველოს რეგიონის მონაწილეებისთვის, ვინც ფინალში დაწინაურდა 4 ნოემბერს, დასწრებული ტური თბილისში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონ თემურ ზარქუამ. გთავაზობთ მას უცვლელად:

"კვირას, 4 ნოემბერს, პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტში, ალმატიში, თბილისში და ქუთაისში ჩატარდა პროგრამირებაში მოსწავლეთა შორის რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდი. სანქტ-პეტერბურგში თავმოყრილი გუნდებისთვის ეს იყო ამავდროულად სანქტ-პეტერბურგის საქალაქო გუნდური პირველობა მოსწავლეთა შორის.

თბილისში გუნდებს უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, ხოლო ქუთაისში კი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. საბოლოო შედეგების ამსახველი ცხრილი შეგვიძლია ვიხილოთ ბმულზე:
http://neerc.ifmo.ru/school/russia-team/standings-geo.html

აღსანიშნავია გუნდის Kutaisi_sch#1 (ნიშნიანიძე, მარგველაშვილი, სილაგაძე) საკმაოდ მაღალი შედეგი - მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შეძლო კონტესტში ჩართვა თითქმის 2 საათიანი დაგვიანებით. სავარაუდოდ უკეთესი შედეგი შეეძლო ჰქონოდა აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტთან არსებული ინფორმატიკის წრის გუნდს Tbilisi SANGU (ტაბატაძე, საკევარაშვილი) თითქმის 1 საათით ადრე რომ არ ყოფილოყო აუცილებლობა დაეტოვებინათ შეჯიბრება...

ამოცანათა გარჩევა განთავსდა ბმულზე*:
http://neerc.ifmo.ru/school/archive/2012-2013/ru-olymp-team-spb-2012-analysis.pdf

ამ ოლიმპიადის ფინალი ტარდება 25 ნოემბერს ისევ პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტში, ალმატიში და თბილისში.

თბილისში მასპინძლის როლში ისევ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი მოგვევლინება.
შერჩევაში მონაწილე ყველა გუნდი დაიშვა ფინალში. აქ კი მათ უნდა დაემატოს სამხეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე ძლიერი გუნდი.

ღონისძიების განრიგი ასეთია:

9:00 - 9:15 - ღონისძიების გახსნა
9:15 - 9:25 - სამუშაო ადგილების განაწილება
9:25 - 9:55 - პრაქტიკული (საცდელი) ტური
10:00 - 15:00 - ძირითადი ტური
15:00 - 16:00 - შედეგების შეჯამება და ამოცანათა ამოხსნების ურთიერთგაზიარება.

მოცემული მომენტისთვის ცნობილია თბილისში ერევნის ფიზ-მათ სკოლის 3 გუნდის ჩამობრძანება ბ-ნი არმენ ანდრეასიანის ხელმძღვანელობით."



* 4 ნოემბერს ჩატარებული შეჯიბრების ამოცანების პირობები ატვირთულია ამ ბმულზე.
სიახლე ACM ICPC 2012 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი

3 ნოემბერს ჩატარდა ACM-ის მიერ დაფუძნებული International Collegiate Programming Challenge ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ეს შეჯიბრი წარმოადგენს პროგრამირებაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მეოთხედფინალიდან დაწინაურებული გუნდები 1-2 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის ნახევარფინალში. ACM ICPC-ის ფინალი 2013 წლის ივლისში რუსეთში გაიმართება.

მეოთხედფინალი დამოუკიდებლად მიმდინარეობდა სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენს ქვეყანაში ის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში ათი უმაღლესი სასწავლებელის 48 გუნდმა მიიღო მონაწილეობა:

უმაღლესი სასწავლებელი გუნდების რაოდენობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi SU) 13
თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni) 8
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Tbilisi IBSU) 6
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian TU) 6
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Kutaisi ATSU) 4
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi SU) 3
კავკასიის უნივერსიტეტი (Caucasus University) 3
ქართულ-ფრანგული ინსტიტუტი (Tbilisi SU Geo-French) 2
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ქართული უნივერსიტეტი (Tbilisi SANGU)
2
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Sokhumi SU) 1

მეოთხედფინალში პირველ ადგილზე 5 ამოხსნილი ამოცანით გავიდა Tbilisi SU #2 Scadoosh (ბექა ბარბაქაძე, ნიკოლოზ გაბისონია, ზურაბ კუცია, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი).
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა FreeUni 1 5 ამოცანით (ნიკა ბარბაქაძე, ლაშა ლაკირბაია, ნიკოლოზ მაჭავარიანი, მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი)
მესამე ადგილი 5 ამოცანით - Tbilisi SU #1 (ნოდარ ამბროლაძე, ზურაბ ისაკაძე, გიორგი შავგულიძე, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი)

სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შარშანდელთან შედარებით მონაწილე გუნდების რაოდენობა 17-ით გაიზარდა.


განახლება:
ორგანიზატორის ცნობით, თავისუფალ უნივერსიტეტს შეუნარჩუნდა შარშანდელი ქვოტა ნახევარფინალზე გუნდების წარსადგენად და კვლავ 4 გუნდი დაიშვა ამ სასწავლებლიდან. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ასევე 4 გუნდი გადის. 3-3 გუნდით იასპარეზებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2 გუნდით წარსდგება ნახევარფინალში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი. კიდევ ერთი გუნდი ეყოლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

სიახლე CodeTanks - ჩემპიონატი ხელოვნური ინტელექტის პროგრამირებაში
2012 წლის 29 ოქტომბრიდან 2 დეკემბრამდე Russian AI Cup ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს - სახელწოდებით CodeTanks. პირველი რაუნდი 10 ნოემბერს იწყება, მანამდე კი ჩართულია ე.წ. “Песочница”, სადაც მონაწილეობის მსურველებს თავისი კოდის გაგზავნა, გამოცდა და სტრატეგიების შემუშავება შეუძლიათ. პირველი რაუნდისთვის ამ შედეგებზე დაყრდნობით შეირჩევა უმაღლესი რეიტინგის მქონე 600 მონაწილე.

სტრატეგია ‘ბრძოლის’ მოსაგებად გჭირდებათ. ჩემპიონატი სხვა სტანდარტული შეჯიბრებებისგან განსხვავდება და ამ შემთხვევაში თქვენი ამოცანაა დაწეროთ ტანკის ბოტი, რომელიც სხვა მონაწილეების მიერ დაწერილ ბოტებს შეეჯიბრება. მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი რაიმე სპეციალური ცოდნა და პროგრამირების საბაზო უნარების ფლობა საკმარისია. წერა შესაძლებელია C++, Java, C#, Python (2 ან 3) და Pascal ენებზე.

მონაწილეობის მსურველებს წინასწარ ეძლევათ საჭირო კლასები და ბიბლიოთეკები, შესაბამისად მათ მხოლოდ სტრატეგიის ნაწილის დაწერა უწევთ. მაგალითები ამ ბმულზეა.

როდესაც თქვენს სტრატეგიას დაწერთ და სისტემაში გაგზავნით, ის მოხვდება პერიოდულად გამართულ ბრძოლებში, სადაც სხვადასხვა მონაწილის ტანკები არიან ჩართული. ეს ერთ-ერთი ბრძოლის ფრაგმენტია. თავად ბრძოლას კი ამ გვერდზე შეგიძლიათ უყუროთ http://russianaicup.ru/game/view/22406

CodeTanks 2012

7 დღე დარჩა პირველი რაუნდის მონაწილეების შერჩევამდე. გაგზავნეთ თქვენი სტრატეგიები და ერთად ვუგულშემატკივროთ მათ ბრძოლებში :)

მეორე რაუნდი 17-18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი 24-25 ნოემბერს. პრიზების ნახვა კი ჩემპიონატის საიტზეა შესაძლებელი http://russianaicup.ru
სიახლე პირველი ადგილი ”CodeSprint 3
www.interviewstreet.com საიტზე მორიგი CodeSprint შეჯიბრება გაიმართა. შეგახსენებთ, რომ interview street-ს სხვადასხვა კომპანიები დეველოპერების საპოვნელად იყენებენ. შეჯიბრებებში ხშირად ამ კომპანიების real-world პრობლემებია გადასაჭრელი და არა მხოლოდ მათემატიკური ან კლასიკური ალგორთმების შემცველი ამოცანები.

აღნიშნულ საიტზე სხვადასხვა ორგანიზაციის ინიციატივით პერიოდულად ტარდება შეჯიბრება, ხოლო ამოცანები ისევ ხელმისაწვდომი რჩება. მსურველებს შეუძლიათ ივარჯიშონ და ამოხსნები გაგზავნონ. CodeSprint ერთ-ერთი შეჯიბრებაა, რომელშიც როგორც წესი, რამდენიმე კომპანიაა ხოლმე ჩართული. მაგალითად, CodeSprint 3-ის სპონსორებს შორის იყვნენ Quora, Palantir, Pocket Gems, Box, Academia.edu.

1600 მონაწილეს შორის ერთ-ერთი მათგანი საქართველოდან იყო. ელდარ ბოგდანოვმა (gojira) პირველი ადგილი რამდენიმე მონაწილესთან გაინაწილა (სრული შედეგები ამ ბმულზეა, თუმცა სანახავად საიტზე ავტორიზაციაა საჭირო).

რამდენიმე დღის წინ მან მაღალი შედეგი აჩვენა TopCoder-ის 558 SRM-ზეც. ამ რაუნდში არა ერთ ჩემპიონს გადაუსწრო და მეათე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც მისმა რეიტინგმა კვლავ მკვეთრად აიწია.

ელდარ ბოგდანოვი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საოლიმპიადო გუნდების მწვრთნელია. თუ ამ უნივერსიტეტში სწავლობთ, ამოცანებს ხსნით და სურვილი გაქვთ უნივერსიტეტის გუნდებში ჩაერთოთ, შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ.
სიახლე IOI 2012 - Montichiari, Italy
2012 წლის 23-30 სექტემბერს იტალიაში მიმდინარეობდა 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში მოსწავლეებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა: თორნიკე მანძულაშვილი, ჯიმშერ სხირტლაძე, ნიკოლოზ სვანიძე, ნიკოლოზ ნადირაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მწვრთნელები - გოჩა მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი.

შეჯიბრების სრული შედეგები ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.
გუნდი ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა :) ჯიმი სხირტლაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს ვულოცავთ მედლების მოპოვებას.

IOI 2012

ასევე, ჯიმის ვთხოვეთ, რომ მათი მოგზაურობის შესახებ ეამბო ჩვენთვის. ვაქვეყნებთ მის პატარა მიმოხილვას:
სრულად წაკითხვა
სიახლე ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში - სილაბუსი
ამ დროისთვის არ არსებობს სილაბუსი, რომელიც ასახავს თუ რა ცოდნა უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეს ინფორმატიკაში კონკრეტულ კლასში და შესაბამისად არავინ იცის ზუსტად, რა თემებზე შეიძლება შეხვდეს ამოცანები მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადაზე.

ვაქვეყნებთ არაოფიციალურ სილაბუსს, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად შეადგინეს ამ სფეროში მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწე პიროვნებებმა. აღნიშნული ჩამონათვალი წარმოადგენს რეკომენდირებულ სილაბუსს როგორც მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე ოლიმპიადის ორგანიზატორებისთვის.

სილაბუსის დოკუმენტი.
სიახლე Server Software Upgrade

სერვერზე მიმდინარეობს სამუშაოები და შესაძლებელია საიტი ან ejudge გაითიშოს რამდენიმეჯერ მომდევნო 24 საათის განმავლობაში. სამუშაოების დასრულების მერე მოგაწოდებთ ინფორმაციას თუ რა ცვლილებები მოხდა მომხმარებლისთვის საინტერესო კუთხით.


Update:

განახლებები დასრულდა და ცვლილებებს შორის არის:

განახლდა gcc 4.3.2-დან 4.4.5-მდე

განახლდა php 5.2.6-დან 5.3.3-მდე

განახლდა Mono C# 1.9.1-დან 2.6.7-მდე

დაემატა Python 2.6.6

დაემატა Perl 5.10.1

ბოლო ორი ენის დამატება შესაძლო გახდა ejudge სისტემის და kernel patch-ის ბოლო ვერსიების გამოყენებით. Enjoy.

სიახლეები Facebook-ზე
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...