ყურადღება! შეჯიბრის დასაწყისი გადაიწია 12:30 საათზე.
2011 წლის 10 დეკემბერს 12:30 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის ბონუს III ეპიზოდი. ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java და PHP პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.
ბონუს-რაუნდის შედეგები საერთო ჩათვლაში არ იქნება გათვალისწინებული. სხვა მხვრივ, რაუნდი არაფრით განსხვავდება GeOlymp-ის ეპიზოდებისგან.
ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე 42-ე სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება. დასწრებული ტურის მონაწილეები უნდა გამოცხადდნენ 42-ე სკოლაში 12 საათზე.