სიახლე GeOlymp 2011 - პირველი ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება I ეპიზოდი. ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას (Statements მენიუში), მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივზე პაროლი არის abra_da_kadabra.

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

კონტესტის მიმდინარე შედეგები ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

Update: შეჯიბრი დამთავრდა. უკვე შეგიძლიათ ამოხსნათ დარჩენილი ამოცანები upsolving კონტესტში. შედეგებს ცოტა მოგვიანებით დავდებთ.

სიახლე GeOlymp Series 2011 Announcement

ძვირფასო მეგობრებო!

გაუწყებთ, რომ ვიწყებთ პროგრამირებაში შეჯიბრებათა ციკლს "GeOlymp Series 2011". შარშანდელი ციკლის შემდეგ ჩვენთან ბევრი რამე შეიცვალა. დაგვტოვეს დავით რაჭველიშვილმა და გიორგი ლეკვეიშვილმა, რომლებმაც კომპანია "Google"–ის რიგები შეავსეს. მთლიანად გადაწერილი იყო საიტი, რომლის ფუნქციონალის გაფართოებაზე ჩვენი დეველოპერი ელენე ლაცოშვილი ახლაც მუშაობს. მომავალში დაგეგმილია შეჯიბრის და Upsolving- ის ინტერფეისის ვებში სრული ინტეგრაცია, ახალი ტიპის შეჯიბრების შემოთავაზება, საგანმანათლებლო მასალების მეტი ინტენსივობით განთავსება. ასევე შევეცდებით გავაშუქოთ საქართველოში ჩატარებული სხვა პროგრამირების ოლიმპიადები, რომ მივიპყროთ თქვენი ყურადღება და ინტერესი ამ მიმართულებისადმი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეჯიბრებათა სერია მალევე დავიწყოთ და ამიტომ პირველი შეჯიბრი, ან როგორც ჩვენ ვეძახით "ეპიზოდი", უკვე 26 მარტს ჩატარდება. სერიაში სულ 5 ინტერნეტ–რაუნდი იქნება, რომლების საფუძველზე შევარჩევთ საუკეთესო მონაწილეებს დასწრებულ ფინალში დასაპატიჟებლად.

პირველი ეპიზოდი შარშანდელი ფორმატით წარიმართება: 2 საათი, 5 განსხვავებული დონის ამოცანა, ამოხსნები მიიღება C/C++, Java, Pascal, C#, PHP პროგრამირების ენებზე, ხოლო კოდების გაგზავნა eJudge სისტემის მეშვეობით მოხდება.

სანამ შაბათი დამდგარა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ eJudge-ის მოხმარების ინსტრუქცია და მოსინჯოთ სისტემა სატესტო კონტესტში.

გელით ყველას! :)

სიახლე ქართველები TopCoder 2010 მსოფლიო ტურნირზე

როგორც ალბათ უკვე იცით, გუშინ TopCoder Open (TCO) 2010-ის ფინალი ჩატარდა. TCO მსოფლიო ტურნირია, რომელიც ექვს სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს, მათ შორის მარათონს და შეჯიბრს ალგორითმებში.

აღსანიშნავი ის არის, რომ მარათონის ფინალში ქართველი მონაწილე, ირაკლი ხომერიკი მეცხრე ადგილზე გავიდა. გულით ვულოცავთ მას ამ წარმატებას :)

ქართველების გარეშე არც ალგორითმების დასკვნითმა ტურმა ჩაიარა, თუმცა ამჯერად ისინი არა მონაწილეების, არამედ ორგანიზატორების რანგში მოგვევლინენ. ორივე ნახევარფინალში (1 2) პირველი დონის (Easy) ამოცანები ჯეოლიმპის ოლიმპიადების ამოცანების შერჩევის კოორდინატორს, ელდარ ბოგდანოვს ეკუთვნოდა. მეორე ნახევარფინალის მეორე (Medium) და მესამე (Hard) დონის ამოცანები კი ნიკა ჯიმშელეიშვილს.

იმედია კვლავ გააგრძელებენ ჩვენი თანამემამულეები მსოფლიო ტურნირების დაპყრობას. წარმატებებს ვუსურვებთ მათ :)

სიახლე GeOlymp Series 2010 - სერია დასრულდა

ჯეოლიმპის 2010 წლის სერია დასრულდა :) 25 სექტემბერს სერიის ფინალი გაიმართა, რომელსაც თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა და ოლიმპიადამ დიდებულად ჩაიარა (ფინალის ფოტოები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ). გახსნის შემდეგ მონაწილეებს ექსკურსია მოუწყეს უნივერსიტეტში, სადაც სხვა საინტერესო რამეებთან ერთად ყურადღება ტელეკონფერენციების დარბაზმა, რობოტების ლაბორატორიამ და სენსორულმა მაგიდამ მიიპყრო. ამის შემდეგ მონაწილეები კომპიუტერებთან განლაგდნენ და ცოტახანში ფინალური შეჯიბრიც დაიწყო.

სრულად წაკითხვა
სიახლე დასრულდა GeOlymp შეჯიბრებათა ციკლის პირველი სეზონი

გუშინ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩადარტა GeOlymp შეჯიბრებათა ციკლის პირველი სეზონის ფინალური შეჯიბრი. იყო დაბრკოლებები საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით თუმცა ვფიქრობთ მთლიანობაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

პირველი სეზონის გამარჯვებულები არიან:

1. ლევან ვარამაშვილი
2. ცოტნე ტაბიძე
3. აკაკი მამაგეიშვილი
სიახლე GeOlymp Series 2010 ფინალი

დაიწყო GeOlymp Series 2010 სერიის ფინალური შეჯიბრი. დილით ჩავატარეთ პატარა პრეზენტაცია, სადაც სპონსორებმა მონაწილეებს გააცნეს თავიანთი თავი. შედეგების რეალურ რეჟიმში თვალის დევნება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: შედეგები

სიახლე ჯეოლიმპის ფინალური რაუნდი

”ჯეოლიმპის” ოლიმპიადების მიმდინარე სერია დასასრულს მიუახლოვდა, წინ კი სერიის ფინალი გველოდება, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართება და თავისუფალი უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ინტერნეტ-შეჯიბრებების შედეგების მიხედვით შერჩეული 17 მონაწილე ფინალურ რაუნდში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

შემდეგ მონაწილეებს ვულოცავთ ფინალში გასვლას :)

1. ცოტნე ტაბიძე (Sch #41)
2. ირაკლი მერაბიშვილი (Spb SU)
3. ნოდარ ამბროლაძე (Sch #41)
4. აკაკი მამაგეიშვილი (Tbilisi SU)
5. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)
6. ნიკა გაბისონია (Tbilisi SU)
7. ნიკა ბეგიაშვილი (Sch Komarovi, Mziuri)
8. გიორგი მეგრელი (Sch #42, Mziuri)
9. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
10. მარიამ კობიაშვილი (Sch Demireli College)
11. ელენე ლაცოშვილი (Tbilisi SU)
12. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)
13. ზურა ისაკაძე (Tbilisi SU)
14. გიორგი სვანაძე (Sch Demireli College, Mziuri)
15. გიორგი სხირტლაძე (Sch Mziuri)
16. ჯაბა ოდიშელაშვილი (Tbilisi SU)
17. *. მარი ბეჟაშვილი (Sch Komarovi, Mziuri)


ინტერნეტ რაუნდებში სტუდენტებს შორის პირველი სამი ადგილი შემდეგნაირად განაწილდა:

1. ირაკლი მერაბიშვილი (Spb SU)
2. აკაკი მამაგეიშვილი (Tbilisi SU)
3. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)


მოსწავლეთა შორის:

1. ცოტნე ტაბიძე (Sch #41)
2. ნოდარ ამბროლაძე (Sch #41)
3. ნიკა ბეგიაშვილი (Sch Komarovi, Mziuri)


მანამდე კი გასული ხუთი რაუნდის upsolving-ის შეჯიბრში შეგიძლიათ გააგრძელოთ მონაწილეობა, რომელიც 5 სექტემბერს დასრულდება.



* ფინალში მონაწილეების რაოდეობა გაიზარდა 17-მდე, რადგან მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე ადგილზე გასული მონაწილეების ქულებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა (0.15)

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...