გარჩევა Episode V - Analysis

მეხუთე ეპიზოდის გარჩევები

# ამოცანა ავტორი
A card დავით რაჭველიშვილი
B credit დავით რაჭველიშვილი
C sqrt დავით რაჭველიშვილი
D tree დავით რაჭველიშვილი
E parts დავით რაჭველიშვილი

სრულად წაკითხვა
სიახლე IOI 2010 - Waterloo, Canada

მოგესალმებით,

ორიოდე დღის წინ საქართველოს ნაკრები გაემგზავრა კანადაში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ნაკრები შედგება 4 მონაწილისგან:

1. მარიამ კობიაშვილი
2. ნოდარ ამბროლაძე
3. ცოტნე ტაბიძე
4. ნიკა ბეგიაშვილი

ოლიმპიადა ტარდება ორ დღედ 16 და 18 აგვისტოს. წელს ოლიმპიადის ჩატარების წესები ოდნავ შეიცვალა და მიმდინარე შედეგების თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში შემდეგ მისამართზე: http://www.ioi2010.org/results.shtml

ოლიმპიადაზე სრული ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ მისი ოფიციალური საიტიდან.

კარგი იქნება თუ ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ შეგიძლიათ აქ დატოვოთ კომენტარი ან ფორუმზე.

ჯეოლიმპი უსურვებს ნაკრებს წარმატებას gl & hf ;)

სიახლე GeOlymp Series 2010 - Episode V დასრულდა

დასრულდა მეხუთე ეპიზოდიც, ამოცანები წინა რაუნდებთან შედარებით მარტივი გამოდგა და 5-ივე ამოცანის ამოხსნა შეძლო სულ 3-მა მონაწილემ.


საერთო ჩათვლაში გამარჯვებულები არიან:

1. ნოდარ ამბროლაძე (Sch #41)
2. ცოტნე ტაბიძე (Sch #41)
3. მარიამ კობიაშვილი (Sch Demireli College)

მოსწავლეებს შორის:

1. ნოდარ ამბროლაძე (Sch #41)
2. ცოტნე ტაბიძე (Sch #41)
3. მარიამ კობიაშვილი (Sch Demireli College)

სტუდენტებს შორის:

1. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)
2. აკაკი მამაგეიშვილი (Tbilisi SU)
3. ელენე ლაცოშვილი (Tbilisi SU)
სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp Series 2010 - Episode V

2010 წლის 25 ივლისს 12 საათზე ჩატარდება შეჯიბრებათა ციკლის V ეპიზოდი.

ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 24 ივლისის ღამის 12 საათამდე.

განახლება: შეიცვალა მეხუთე ეპიზოდის დაწყების დრო, იგი დაიწყება 11 საათზე.

სიახლე ”ჯეოლიმპი” თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში

სწავლის პერიოდის დასრულებამდე ჯეოლიმპს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ჩაეტარებინა დასწრებული ტური, რომელმაც 19 ივნისს მეოთხე რაუნდის პარალელურად ჩაიარა.

ჩვენი მასპინძელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლდათ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებიდან 18-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამ რაუნდში მონაწილეთა რაოდენობის თითქმის ნახევარს უტოლდება.

სრულად წაკითხვა
სიახლე ფინალური რაუნდის თარიღი

ჯეოლიმპის გუნდი ვფიქრობთ ფინალის თარიღზე, რაშიც გვინდა თქვენი – პოტენციური ფინალისტების აზრიც გავითვალისწინოთ.

ფინალის სავარაუდო თარიღებად მიგვაჩნია: 31/07 , 28/08 და 4/09 აგვისტოს თვის დასაწყისი გამოვრიცხეთ ვინაიდან IOI ტარდება.

ველით თქვენს გამოხმაურებებს...

ჩვენს facebook-ის გვერდზე გახსნილია დისკუსიის დაფა ამ ბმულზე

სიახლე Episode IV - ჟიურის დასკვნა

დამთავრდა ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის მეოთხე ეპიზოდი.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ირაკლი მერაბიშვილმა (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რითაც მან საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიბრუნა. მეორე ადგილზე სერიის დებიუტანტი ლევან ვარამაშვილი, ხოლო მესამეზე - აკაკი მამაგეიშვილი გავიდა. ორივე მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ინტერნეტ-ტურის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დასწრებული ოლიმპიადა, რომელშიც 18 თსუ-ს სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის პირველი ადგილი ლევან ვარამაშვილმა, მეორე გიორგი ნადირაძემ, ხოლო მესამე ნიკა გაბისონიამ დაიკავა.

მეოთხე რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 32 მონაწილემ, რომელთაგან 9 იყო სკოლის მოსწავლე, 23 კი სტუდენტი. ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:

ამოხსნილი
ამოცანების
რაოდენობა
ამომხსნელთა
რაოდენობა
52
45
35
213
14
03

თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:

ამოცანაამომხსნელთა
რაოდენობა
A28
B26
C11
D8
E2

პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:

75 სწორი ამოხსნიდან
60C/C++
9Java
4Pascal
2PHP

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...