სიახლე ახალი ამბები!

მოვიდა დრო, რომ ფინალში გამსვლელთა ზუსტი რაოდენობა დავასახელოთ. მოგახსენებთ, რომ GeOlymp Series 2010-ის ფინალში გავა 16 საუკეთესო მონაწილე! ფინალში თქვენ გელით მთელი სერიის დამაგვირგვინებელი შეჯიბრება საინტერესო ამოცანებით და სერიოზული პრიზებით ;)

ასევე ჩვენ გადავწყვიტეთ, ინტერნეტ-ჩათვლის და Upsolving-ის შედეგების საფუძველზე გავცეთ სერტიფიკატები და საჩუქრები.

პირველ რიგში, დაჯილდოვდება მოსწავლეთა ინტერნეტ-ჩათვლის პირველი სამი ადგილი და სტუდენტთა ინტერნეტ-ჩათვლის პირველი სამი ადგილი.

ასევე მოხდება Upsolving-ის გამარჯვებულების დაჯილდოება. Upsolving-ის გამარჯვებულად იმ ხუთ მონაწილეს დავასახელებთ, რომლებიც ფინალამდე (ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება) ყველაზე მეტ ისეთ ამოცანას ამოხსნიან, რომელიც მათ შეჯიბრზე არ ამოუხსნიათ. ამოხსნილი ამოცანების ერთნაირი რაოდენობის შემთხვევაში რანჟირება ჯამური დახარჯული დროით მოხდება, ამიტომ რაც ადრე დაიწყებთ, მით მეტი შანსი გაქვთ! :)

სიახლე GeOlymp bonus round

2010 წლის 13 ივნისს დღის 12 საათზე ჩატარდება GeOlymp სერიის პირველი ბონუს-რაუნდი.

ბონუს-რაუნდის ამოცანების ავტორები არიან ზურაბ კუცია, ნიკა გაბისონია და ბექა ბარბაქაძე. სამივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები არიან, რომლებმაც გასულ სეზონში საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვეს სტუდენტურ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბონუს-რაუნდის შედეგები საერთო ჩათვლაში არ იქნება გათვალისწინებული. სხვა მხვრივ, რაუნდი არაფრით განსხვავდება GeOlymp-ის ეპიზოდებისგან.

ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 12 ივნისის ღამის 12 საათამდე.

სიახლე მოსწავლეთა შესარჩევი ოლიმპიადის სავარჯიშო ტური

ჩვენს სერვერზე დავამატეთ მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების შესარჩევი ტურის ამოცანები, ნებისმიერ მსურველს რომელიც დარეგისტრირებულია ჩვენს საიტზე შეუძლია შევიდეს სისტემაში და მოსინჯონ თავიანთი ამოხსნები. განსაკუთრებით კარგი იქნება თუ ნაკრების წევრები იმ ამოცანებს ამოხსნიან, რომლებიც შესარჩევ ტურზე ვერ გაატარეს.

შეჯიბრის მისამართია: upsolving შეჯიბრი. ასევე მარცხნივ მენიუში დამატებულია ბმული საიდანაც შეგიძლიათ შეჯიბრზე შესვლა.

სიახლე მოსწავლეთა ნეკრების შესარჩევი ოლიმპიადა 2010

ყოველ წელიწადს ინფორმატიკაში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის IOI, რომელშიც მონაწილეობას იღებენ თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი 4 წევრიანი გუნდები. შესაბამისად საქართველოშიც ყოველ წელს ტარდება შეჯიბრი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც ირჩევა გუნდი IOI-ზე მონაწილეობის მისაღებად.

29-30 მაისს ჩატარდა ნაკრების შესარჩევი 2 ტურიანი ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 12 მონაწილე. მონაწილეთა შემადგენლობა არჩეული იყო წლის განმავლობაში რეგიონალურ და რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე ნაჩვენები შედეგებით.

სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp-ის მესამე რაუნდის დასწრებული ტური ”მზიურში”

ცნობები იმის შესახებ, რომ ამ წლის 9 მაისს ჯეოლიმპის მესამე ინტერნეტ-რაუნდის პარალელურად დასწრებული ტურიც ჩატარდა, მედია სივრცეში უკვე საკმაოდ გავრცელდა, თუმცა სანამ მომდევნო ტურის დაგეგმვით არიან ჯეოლიმპის წევრები დაკავებული, გვსურს გასულ რაუნდს კიდევ ერთი შემაჯამებელი პოსტი მივუძღვნათ.

ამჯერად ჯეოლიმპს მასპინძლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ”მზიურმა” გაუწია. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით ”მზიურს” და განსაკუთრებით კი ბატონ ამირან მეტრეველს.

სრულად წაკითხვა
სიახლე Episode III - ჟიურის დასკვნა

ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის მესამე ეპიზოდმაც ჩაიარა.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ცოტნე ტაბიძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა). მეორე ადგილზე გავიდა აკაკი მამაგეიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მესამე ადგილი კი დაიკავა ნოდარ ამბროლაძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა)

ეს რაუნდი იმით გამოირჩეოდა სხვებისგან რომ ინტერნეტ შეჯიბრებასთან ერთად საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" ჩატარდა დასწრებული ტური ადგილზე მყოფი მოსწავლეებისთვის. ვგეგმავთ ასეთი ქმედება ტრადიციად ჩამოვაყალიბოთ, მსურველებს შეგიძლიათ შეგვატყობინოთ თქვენი სასწავლო დაწესებულების შესახებ და ვეცდებით თქვენთანაც ჩავატაროთ დასწრებული ტური.

სრულად წაკითხვა
გარჩევა Episode III - Analysis

ესეც pdf ფორმატში გარჩევების ბმული, პარალელურად კი upsolving-ში შეგიძლიათ მოსინჯოთ ძალები :)

# ამოცანა ავტორი
A english ელდარ ბოგდანოვი
B bulbs გიორგი ლეკვეიშვილი
C product გიორგი საღინაძე
D outlets ელდარ ბოგდანოვი
E laser ელდარ ბოგდანოვი
სრულად წაკითხვა
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...